21
აპრ
2017

ადგილი ერთგული მეგობრისთვის – ცხოველთა თავშესაფრის პრინტ კამპანია

21 აპრ 2017

World For All ის კომპანიაა, რომელიც ზრუნავს ცხოველებზე და მათთვის მოსიყვარულე ოჯახების პოვნას ცდილობს. მართალია, მსგავს თემაზე არაერთი ძალიან კარგი და ემოციური კამპანია თუ ვიდეორგოლი გვინახავს, მაგრამ ამ კონკრეტული ბრენდის ახალი პრინტ კამპანია ნამდვილად გამორჩეულია.

კამპანიაზე, სახელწოდებით There is always room for more, სარეკლამო სააგენტო McCann Worldgroup–მა იმუშავა და მომხმარებელს ორიგინალური პოსტერები შესთავაზა.

ფოტოებზე გამოსახულია ოჯახის წევრები, მათ შორის სივრცით კი გამოყვანილია ცხოველების სიულუეტები. სამი არაჩვეულებრივი პოსტერი და სამი საყვარელი ცხოველი, ნამდვილად ყველა ოჯახშია ერთი კეთილი მეგობრის ადგილი.

განხილვა