28
დეკ
2016

Adratings.com – სარეიტინგო პლატფორმა ბრენდებისა და სარეკლამო რგოლებისთვის

28 დეკ 2016

adratings.com გლობალური ქართული ინტერნეტ პროექტია, რომელიც 9 დეკემბერს გაეშვა. adratings.com მსოფლიოში პირველი სარეიტინგო პლატფორმაა ბრენდებისა და მათი სარეკლამო რგოლებისთვის. ვებ-გვერდი კომპანიებს საშუალებას აძლევს დარეგისტრირდნენ საიტზე, დაარეგისტრირონ თავიანთი ბრენდები და ატვირთონ სარეკლამო რგოლები.

მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეფასება გაუკეთონ როგორც ბრენდებს, ასევე სარეკლამო რგოლებსაც. ამ რეიტინგის საფუძველზე შედგება ტოპ ბრენდების და ტოპ რეკლამების სია. აგრეთვე, არსებობს მომხმარებლებისთვის წამახალისებელი ბონუს სისტემა: ყოველ თვე, 10 ყველაზე აქტიური მომხმარებელი მიიღებს ჯილდოს, თითო 50$-ს. საიტი საერთაშორისო კლიენტებისთვის და მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.

საიტის დამფუძნებლები არიან: ალექსანდრე ლომიძე, რომელსაც სხვადასხვა პოზიციებზე 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და 2015 წლის თებერვლიდან დღემდე სარეკლამო სააგენტოს, შპს “მედია ბრიჯ”-ის დამფუძნებელი/დირექტორია; 8 წლიანი გამოცდილების მქონე დავით კილაძე ტელეკომპანია “იმედი”-ს კომერციული მენეჯერია; დავით თოფურია სამშენებლო კომპანია “ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენ”-ის აღმასრულებელი დირექტორია და 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებლისათვის რეკლამების მიწოდება გამაღიზიანებელი ფორმით ხდება, რაც შესაბამისად ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეკლამისადმი ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლას და მათი განსხვავებული სახით, როგორც ხელოვნების ნიმუშებად წარმოჩენას.” – პროექტის ავტორი ალექსანდრე ლომიძე.

Adratings.com -ზე ბრენდებისა და მათი სარეკლამო რგოლების ხილვა და შეფასება ნებაყოფლობითია. დამფუძნებლების თქმით, ეს სარეკლამო ბაზრისთვის უპრეცენდენტოა და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მათი აზრით, ერთიანი პლათფორმის ამ სახით შექმნა უზრუნველჰყოფს სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის განსხვავებული სახით პოზიციონირებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მომხმარებლის რეკლამისადმი აღქმისა და დამოკიდებულების დადებითი კუთხით ცვლილებას.

 

განხილვა