19
აპრ
2017

ცხოველების მაგალითით გადმოცემული ადამიანური პრობლემები – Amnesty International–ის პრინტ კამპანია

19 აპრ 2017

პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ორგანიზაცია Amnesty International–მა გადაწყვიტა ხმამაღლა გამოეხატა თავისი დამოკიდებულება პოლონეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების საკითხებზე მიღებული კანონების შესახებ. აშკარა უკმაყოფილება ორგანიზაციამ ძალიან საინტერესო პრინტ კამპანიით დააფიქსირა, რომელზეც სააგენტო TWIN–თან ერთად იმუშავა. ილუსტრაციებზე ძირითადად ნახატი ცხოველებია გამოსახული, რაც მეტაფორულად  განასახიერებს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა. პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები, რელიგია, ხელოვნება და გამოხატვის თავისუფლება ახალი ცვლილებების შედეგად, სამწუხაროდ, სერიოზულად იზღუდება.

განხილვა