ადამიანი, რომლის საქმიანობამაც მსოფლიო HR ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. 31 მაისს თბილისში!

ადამიანი, რომლის საქმიანობამაც მსოფლიო HR ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ანემი რესი eBay-ს ყოფილი ადამიანური რესურსების დირექტორი, 31 მაისს თბილისში 1 დღიან ინტერაქტიულ ტრეინინგს გამართავს. 


kosta petrov“შემიძლია გითხრათ, ეჭვგარეშეა, რომ ანემი რესი  ევროპის წამყავნი HR ექსპერტია. საკუთარი ინოვაციური სტრატეგიებით მან eBay-ში მიაღწია თანამშრომლთა 98%-იან კმაყოფილებას. მოხარული ვარ, რომ იგი დაგვთანხმდა თბილისში სტუმრობას. დარწმუნებული ვარ მისი ინტერაქტიული სემინარი და გამოცდილება დაეხმარება რეგიონალურ HR პროფესიონალებს, მიიღონ ინფორმაცია უახლესი ტრენდების შესახებ და ასევე დანერგონ ისინი საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაში” – ამბობს კოსტა პეტროვი, P World-ის წარმომადგენელი.

ანემი საკუთარ გამოცდილებას,რომელიც eBay-ში და Skype-ში მიიღო ქართველ კოლეგებს გაუზიარებს. სემინარი დაიწყება დისკუსიით ადამიანების განვითარებასა და ტალანტების მენეჯმენტზე. დღის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები: რეკრუტინგი, მოტივაცია, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ

ანემი რესი8 წლის განმავლობაში ანემი რესი იყო eBay-ს ადამიანური რესურსების საყოველთაო ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში წამყვანი პოზიცია ეკავა Skype-ში. ამჟამად იგი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ატარებს ტრენინგებს საკუთარი კოლეგებისათვის. ანემი არის კომპანია Purple Beach-ის დამფუძნებელი, რომელიც ახალი ინოვაციურ HR კონფეციის პრეზენტაციისთვის ემზადება. 

 

ინტერაქტიული ტრეინინგის ორგანიზატორია P World-ი, რომელმაც 2012 წლის ნოემბერში საქართველოში პირველი მარკეტინგული ღონისძიება Marketing Kingdom ჩაატარა. ღონისძიების მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: Annemie Ress თბილისში!

 





განხილვა