22
Apr
2013

მარკეტერი ოკუპირებული აფხაზეთიდან! 2013 წელი

22 Apr 2013

Elit Electronics


მარკეტერის მკითხველის ნაწილს აფხაზეთი არასოდეს უნახავს, მეორე ნაწილს კი ცუდად ახსოვს.  მარკეტერი შეეცადა მკითხველისთვის საინტერესო კუთხით ეჩვენებინა ოკუპირებული აფხაზეთი. მასალა, რომელსაც აქ ნახავთ თითქმის არავის აქვს ნანახი, ბევრი ალბათ ვერც წარმოიდგენდა.

აფხაზეთში ე.წ “ახალი” ტურისტების მოზიდვის პრობლემა არსებობს. ოკუპირებული კურორტები ძირითადად  იმ სეგმენტისთვისაა მიმზიდველი, რომელიც იცნობს ამ ტერიტორიებს და ადრე ისვენებდა.ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რუსმა პიარ სპეციალისტებმა აფხაზებს საინფორმაციო კამპანიის წარმოება ურჩიეს. წარმოგიდენთ ერთ-ერთ ვიდეო სიუჟეტს, რომლის ფარგლებშიც რუსული ტელეარხი “ჩემი პლანეტა” საკუთარი გადაცემით “წვიმის ადამიანი” სტუმრობს აფხაზეთს. 26 წუთიანი ვიდეო ნაწილობრივ დაგეხმარებათ იმის აღქმაში თუ რა მდგომარეობაა აფხაზეთში ამჟამად. (ვიდეო მეტნაკლებად სუბიექტურია)

აფხაზები ეფექტურად იყენებენ საზღვაო რესურს, მათ არაოფიციალურად აქვთ დამყარებული საზღვაო მიმოსვლა თურქეთთან. წლების განმავლობაში ქართველმა მესაზღვრეებმა ბევრი ასეთი გემი დააკავეს. თურმე, აუქციონზეც კი გაყიდულა ეს გემები. ერთ-ერთი პრობლემური შემთხვევა იყო, როდესაც ქართულმა მხარემ გემის თურქ კაპიტანს პატიმრობა მიუსაჯა.

apsny star

აფხაზეთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში უყვართ სიმღერა. ამას მოწმობს პროექტი “აპსნი სტარი”, რომელიც ჯეოსტარის, საქართველოს ვარსკვლავისა და მსგავსი მუსიკალური კონცერტების ანალოგია,უკვე მისი მეოთხე სეზონი მიმდინარეობს. ესეც ვიდეო საფინალო კონცერტიდან.

 

ეს კი კომედი შოუს ანალოგია, რომელსაც “A laff”-შოუ ქვია

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს კავშირგაბმულობის კომპანია “აკვაფონი”. ის ბაზრის ლიდერია. მობილური ოპერატორებით სარგებლობა აფხაზეთში 2003 წლიდან გახდა შესაძლებელი. ამ ეტაპზე “აკვაფონ”-ს ყავს 100 ათასამდე აქტიური აბონენტი. ესეც მათი რეკლამა

2006 წლამდე კომპანია “აკვაფონი” ოკუპირებული ბაზრის მონოპოლი იყო, შემდეგ “A-Mobile”-იც გამოჩნდა . დღევანდელი მონაცემებით მათ ქსელში დაახლოებით 25 ათასი ადამიანია ჩართული. ადგილობრივების თქმით A-mobile “ნაკლებად” განვითარებულ კომპანიად ითვლება.

შემდეგი არის კომპანია “პრემიუმი” . სწორედ სადისტრიბუციიო კომპანია “პრემიუმი” არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი რეგიონში. მათი დახმარებით რუსეთიდან შედის კოკა-კოლა, ფერერო, ქინდერი, კენტი და ა.შ (კარგი იქნება, ამ საკითხით ამ კომპანიების ქართული წარმომადგენლობები თუ დაინტერესდებიან)

 

შემდეგი ვიდეო რეკლამა აფხაზების საამაყო ღვინოს  “აფხაზურს” ეხება.

აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევებით ძალიან ბევრი ადამიანი კვდება. ეს ძირითადად გამოწვეულია სიმთვრალის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების გამო. აფხაზეთში, ნარკომანია ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ჩაატარა ბიზნესის სოციალური კამპანია “აკვაფონმა”.

მე მინდა ცოცხალი მამა

აფხაზეთში ფულადი ერთეული რუსული რუბლია, შექმნილი აქვთ ე.წ “ეროვნული ბანკი”, რომელიც ვერანაირ გავლენას რუსულ ვალუტაზე ვერ ახდენს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 15 ბანკი მოქმედებს, პოპულარობით სარგებლობს “შემნახველი ბანკი” (Sberbank). სესხზე საპროცენტო განაკვეთი 36-40%-ის ფარგლებშია, ოკუპაციის გამო ტერიტორიაზე არ მოქმედებს არც-ერთი ბანკომატი და საერთაშორიო ფულადი გზავნილები.

 

განხილვა