20
მარ
2017

ავტომობილის სურნელოვანი საკიდი ცნობილი კალათბურთელების ოფლის არომატით – KIA–ს უჩვეულო პროდუქტი

20 მარ 2017

წარმოგიდგენთ ყველაზე წარმოუდგენელ და უცნაურ ახალ პროდუქტს, ავტომობილის სურნელოვანი საკიდი NBA–ს ცნობილი კალათბურთელების ოფლის არომატით. დიახ, რამდენად უსიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს, ის რეალურია და მისი ინიციატორი KIA გახლავთ. როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, ის, რაც ადამიანებს სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ამოძრავებს, არის სურნელი და ავტომობილი. ამ ორის ერთმანეთთან შერწყმა გადაწყვიტა ბრენდმა და მეტი ორიგინალობისთვის არა მარწყვი, ანანასი, არამედ ლებრონისა და სხვა მოთამაშეების ოფლი გამოიყენა.

 

მართალია, ერთი შეხედვით სიახლე არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი ისე ცუდადაც არ არის, როგორც წარმოგიდგენიათ. ბრენდმა მომხმარებელი ბოლომდე არ გაწირა და კალათბურთელების მაისურებიდან, პირსახოცებიდან მიღებული ოფლი ძირფესვიანად დაამუშავა, მას ბევრი სასიამოვნო არომატი დაუმატა და საბოლოო ჯამში, მისაღები და რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, სასიამოვნო სურნელიც შექმნა. კოლექცია რამდენიმე არომატისა და სხვადასხვა გუნდის ფორმის მაისურებისგან შედგება. KIA–სა და კალათბურთის მოყვარულებს, ახალ პროდუქტთან ერთად, ნამდვილად საინტერესო მგზავრობა ელით.

განხილვა