20
აპრ
2017

Young Lions Georgia 2017-ის 5 გამარჯვებული გუნდი ცნობილია

20 აპრ 2017

19 აპრილს, Spacehall-ში, სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის – “Cannes Lions 2017-ის“ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის – Young Lions Georgia-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებული გუნდები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ და ჯამში, 15 გუნდი დაჯილდოვდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. ოქროს მედლის მფლობელი 5 გუნდი, ივნისში, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, საქართველოს სახელით გაემგზავრება და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს:

PRINT-ის კატეგორია: McCann Erickson – დავით მჭედლიშვილი, ხატია არველაძე;
CYBER-ის კატეგორია: Leavingstone – პავლე გაბრიჭიძე, ანუკი კონიაშვილი;
Young Marketers-ის კატეგორია: BOG Creative – ანა მარკოზაშვილი, ნინო უნგიაძე;
DESIGN-ის კატეგორია: Windfor’s – ინგა სვანიძე, ნიკა მონასელიძე;
FILM-ის კატეგორია: Windfor’s – ბექა მეფარიშვილი, სანდრო ნაკაშიძე.

ლევან ლეფსვერიძე – „კანის ფესტივალის“ წარმომადგენელი: „წელს, მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ჩართულობა, რადგან ახალი სააგენტოები იყვნენ წარმოდგენილი კონკურსზე. ძველებიც იყვნენ, მაგრამ უფრო მეტი მონდომებითა და პასუხისმგებლობით, შესაბამისად, ნამუშევრების დონე იყო გაზრდილი, ამ ყველაფერმა კი განაპირობა ფესტივალის ხარისხიანად ჩატარება. ახლა ვიმედოვნებთ, რომ ამ გუნდებით, კანში მოვიგებთ იმიტომ, რომ ყველაფერი გვაქვს ამისთვის“.

ცერემონიის შემდეგ, გაიმართა საქართველოში, ახალი თაობის ჰიპ-ჰოპ აქტის – MokuMoku-ს ლაივ პერფორმანსი. “Cannes Lions 2017-ის“ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი თბილისში, 1 აპრილს დაიწო და 5 კატეგორიაში – PRINT, CYBER, YOUNG MARKETERS, DESIGN, FILM – ჩატარდა. კონკურსის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“.

განხილვა