19
აპრ
2017

ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! დაიხარე, შეეფარე, მოეჭიდე! – კამპანია საქართველოში უსაფრთხოების კულტურის დასანერგად

19 აპრ 2017

Arbeiter-Samariter-Bund-მა (ASB), საკომუნიკაციო სააგენტო Gepra-სთან თანამშრომლობით, სოციალური ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა, რომელიც Focus Production-მა დაამზადა. კლიპი შეიქმნა კამპანიის “ჩვენ მზად ვართ” ფარგლებში, რომელიც პროექტის “კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით” მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია უსაფრთხოების კულტურის დანერგვა საზოგადოებაში.  სოციალური კლიპი მიმართულია მიწისძვრის დროს კატასტროფის რისკის თავიდან აცილებაზე 3 ქცევით: დაიხარე, შეეფარე, მოეჭიდე!

 

კამპანიის მთავარი მიზანია, კატასტროფების რისკების მართვის თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

„კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“, – პროექტი ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების (ECHO) გენერალური დირექტორატის   მხარდაჭერით,  DIPECHO IV ფაზის ფარგლებში.

განხილვა