9
აპრ
2016

CreditAmazon.ge – ონლაინ შოფინგი განვადებით უკვე შესაძლებელია !

9 აპრ 2016


„CreditAmazon.ge არის „სტარტაპი“, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები სასურველ ნივთს  Amazon.com-იდან, Ebay-დან და ა.შ.  0%-იანი  საბანკო განვადებით, წინასწარი შენატანის გარეშე გამოიწერენ.  მთავარი მიზანი,  განსხვავებული მომსახურებით, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

CreditAmazon.ge  2016 წლის მარტში საინვესტიციო კომპანია Helix Nebula Capital-ის მიერ შეიქმნა. ამ ეტაპზე, მათი პარტნიორია ბანკი “რესპუბლიკა“. დამატებითი ინფორმაციისთვის, მარკეტერი CreditAmazon.ge-ის დამფუძნებელს,  გურამ თათეშვილს ესაუბრა.

M: კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს ? 

მომსახურების კონკრეტული აღწერილობა მარტივია: მომხმარებელი ვებ გვერდზე  განთავსებული ფორმით გვიგზავნის მისთვის სასურველი პროდუქტის ბმულს.  მას უკავშირდება ჩვენი ოპერატორი, აცნობს განვადების ფასს, ათანხმებს ვადებსა და პირობებს. დასტურის შემთხვევაში, მომხმარებელი ავსებს განვადების ფორმას, რომელიც იგზავნება ბანკ „რესპუბლიკაში“ და შესაბამისად, მას გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებთ რამდენიმე წუთში. დადებითი პასუხის შემთხვევაში CreditAmazon იყიდის მისთვის სასურველ ნივთს, ჩამოიტანს მას აშშ-დან „კამექსის“ საშუალებით და უფასოდ მიაწვდის მისთვის სასურველ ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა და ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

3M: რას მოიცავს მომსახურების საფასური ? 

განვადების ღირებულებაში შედის აბსოლუტურად ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ნივთის შეძენასთან: მისი ღირებულება „ონლაინ მაღაზიაში“, შიდა ტრანსპორტირება აშშ-ში, ტრანსპორტირება საქართველომდე, საჭიროების შემთხვევაში,  განბაჟება. რეალურად,  მომხმარებელი განვადების დაფარვას იწყებს ნივთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.

M: რომელი ინტერნეტ მაღაზიებიდან შეგიძლიათ ნივთის გამოწერა ?

დღეისათვის, ნივთებს ვიწერთ შემდეგი ინტერნეტ მაღაზიებიდან: Amazon.com, Ebay.com, 6pm.com, forever21.com, oldnavy.com, gap.com, myhabit.com, victoriassecret.com, asos.com, urbanog.com, zappos.com, carters.com, hm.com,  სულ მალე დაემატება ახალი მაღაზიებიც. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი სურვილები რომელიმე კონკრეტული „ონლაინ“ მაღაზიის დამატების შესახებ და ადმინისტრაცია მას თითქმის ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს, ამოწმებს რა სერვისის სანდოობას და ხელმისაწვდომობას.

3

M: რამდენად დიდია დაინტერესება მომხმარებლების მხრიდან ? 

მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა ფუნქციონირება დაახლოებით, 2 კვირის წინ დაიწყო, იგი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. არის ძალიან ბევრი მსურველი და ზოგადი გამოხმაურება, საკმაოდ, დადებითია. ამ დროისთვის იგეგმება კიდევ უფრო აქტიური სარეკლამო კამპანია, მიმართულებების გაფართოება და ვცდილობთ სამუშაოები პროცესების კიდევ უფრო გამარტივებას.

M: როგორ ფიქრობთ, „სტარტაპის“  განვითარებისათვის რა არის საჭირო ?

აღნიშნული სერვისის განვითარებისთვის საჭიროა იმ საკმაოდ დაბალი ზღვრული ლიმიტის აწევა, რაც განბაჟებისთვის არის საჭირო იმპორტირებულ პროდუქციაზე. რეალურად, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია მომხმარებლისთვის, მით უმეტეს, დღევანდელი ვალუტის გაცვლითი კურსის პირობებში. ამ ლიმიტის ზრდა, მომხმარებელს საშუალებას მისცემს, საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ გამოიწეროს და იყიდოს პროდუქცია უცხოური ხარისხიანი მომწოდებლებისგან.



განხილვა