14
მაი
2014

„სი-ტი პარკის“ SMS სერვისი

14 მაი 2014

„სი-ტი პარკი“ ავტომფლობელებს ახალ SMS სერვისს სთავაზობს. 14 მაისიდან მძოღლებს კომპანიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და SMS ინფორმაციის მიღება შეუძლია.

მარკეტერი კომპანიის პიარ მენეჯერს – ლევან ტაბიძეს ესაუბრა:

ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნები რაც არსებობდა ბაზარზე და სწორედ ამიტომ დავნერგეთ ახალი სერვისი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ავტომფლობელები მიიღებენ ინფორმაციას პარკირების საშვის ვადის გასვლამდე რამდენიე დღით ადრე, ასევე ინფორმაციას დაჯარიმების შესახებ და ევაკუაციის შემთხვევაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაიგებენ თუ რომელ ავტოსადგომზეა ავტომობილი გადაყვანილი. SMS სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა, ავტომფლობელმა კომპანიის ვებ-გვერდზე www.ct-park.ge გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს სარეგისტრაციო კოდი ან ეწვიოს„სი-ტი პარკის“ სერვის ცენტრს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 555 123 . SMS სერვისის სარგებლობისთვის საჭიროა ავტომობილი რეგისტრირებული იყოს თქვენს სახელზე.

ufaso-sms

განხილვა