20
მარ
2017

სამსახურიდან გაქცევისა და დასვენების სპონტანური გადაწყვეტილება – Transavia Airlines–ისა და Uber–ის ერთობლივი კამპანია

20 მარ 2017

ერთი დღე – მაღვიძარას ავისმომასწავლებელი ხმა დილის შვიდ საათზე, ფინჯანი ყავა, ცხელი, ტოსტი, გადატენილი ლიფტი, მონოტონური სამსახური, დაღლილობა, ძილი. მეორე დღე– ყველაფერი იგივე, კოშმარული დეჟა-ვიუს მსგავსად. ყველა დანარჩენი დღე – მოსაბეზრებელი სულის ამომხდელი ერთფეროვნება. ავიაკომპანია Transavia Airlines–მა და Uber–მა ერთობლივი კამპანიის წამოწყება და გადაღლილი ადამიანების დახმარება გადაწყვიტეს. შეიქმნა კამპანია #UberESCAPE, რომელიც ძალიან მარტივად და საკმაოდ მიმზიდველად მუშაობს. Uber–ის ტაქსის გამოძახებისას, სპეციალური აპლიკაცია მომხმარებელს მოსალოდნელი ავიარეისების განრიგსა და ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. კარგი პროვოკაცია სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ყოველთვის გაცილებით უფრო ეფექტური და სახალისოა, ვიდრე დაგეგმილი. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია სამსახურისკენ მიმავალი გზიდან პირდაპირ აეროპორტისკენ გადაუხვიოს და გადატვირთული ქუჩების ნაცვლად, მზიან სანაპიროზე აღმოჩნდეს, თან ისე, რომ ტაქსით მგზავრობის საფასურიც არ გადაიხადოს.

 

განხილვა