10
იან
2017

დაუვიწყარი საახალწლო ფრენა – მოულოდნელი სიურპრიზი ბავშვებს

10 იან 2017

ახალი წელი მაშინ არის განსაკუთრებული, როდესაც მისი ჯადოსნურობის ბოლომდე გვჯერა, ყველაზე მეტად კი ეს რწმენა ბავშვებშია. სწორედ ამიტომ, ავიაკომპანია Latam–მა გადაწყვიტა ეს დღესასწაული მათთვის კიდევ უფრო გაელამაზებინა. უფროსები და განსაკუთრებით ბავშვები, რომლებმაც საახალწლოდ ბრენდის თვითმფრინავით იმგზავრეს, საოცარი მოვლენის მომსწრეები გახდნენ. ფრენის დროს, ზუსტად ღამის 12 საათზე თვითმფრინავში ხმა გაისმა და პატარებს ფანჯარაში გახედვა ურჩია. უჩვეულო მოვლენამ, რომელიც მათ ბნელ, თუმცა მოწმენდილ ცაზე დაინახეს, ამ დღესასწაულის რწმენა კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა. თვითმფრინავის გასწვრივ სანტა გამოჩნდა, ირმებიანი ციგით და უსაზღვროდ გახარებულ ბავშვებს შორიდან მიესალმა. მისი გაუჩინარების შემდეგ კი გამცილებლებმა ყველა ბავშვს სანტასგან გამოგზავნილი საჩუქრები მოუტანეს.

 

განხილვა