12
სექ
2016

გაიცანით განახალებული და გაძლიერებული Dell–ის ლოგო

12 სექ 2016

Dell და EMC გაერთიანდნენ. 31 აგვისტოს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და EMC–ს ამერიკული კომპანია Dell–ის შეძენის უფლება მისცა. IT-ის სფეროში ორი გიგანტის გაერთიანებაზე საუბარი ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, დეტალები არ ხმაურდებოდა. გარიგების ღირებულებამ 67 მლრდ დოლარი შეადგინა.

გაერთიანების შემდეგ სამი ბრენდი ჩამოყალიბდება: Dell Technologies, Dell EMC და Dell.  გაერთიანებულმა კომპანიამ ახალი ლოგო წარმოადგინა, თუმცა, ის ძველისგან ბევრით არ განსხვავდება. სამივე კომპანიის ლოგოსთვის ლურჯი ფერია გამოყენებული.

 

როგორც ჩანს, IT–ის სფეროში კიდევ უფრო მეტ საინტერესო და ინოვაციურ სიახლეებს უნდა ველოდოთ.

განხილვა