11
იან
2017

საახალწლო სიურპრიზი Domino’s Pizza–სგან

11 იან 2017

შეიძლება ითქვას, რომ სარეკლამო სივრცემ ახალ წელს ვიდეორგოლებით გაგვანებივრა. ცნობილ ბრენდებს არ დაუკლიათ შთამბეჭდავი, ემოციური, სახალისო და დასამახსოვრებელი ვიდეორგოლები. თუმცა, Domino’s Pizza მხოლოდ სატელევიზო კამპანიებით არ შემოფარგლულა და გადაწყვიტა ახალი წელი განსაკუთრებულად სწორედ მათთვის მიელოცა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

 

მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი, სახლში ლამაზი მაგიდის გარშემო თორმეტ საათამდე დარჩენილ წუთებს ითვლიდა, უამრავი ადამიანი ამ დღეს ჩვეულ შიმშილში, სიცივესა და მარტოობაში ქუჩაში ხვდებოდა. სწორედ მათთვის, ბრენდის სანტას ფორმაში გამოწყობილმა კურიერებმა ახალი წლის ღამეს უფასო, უგემრიელესი პიცები დაარიგეს.

განხილვა