20
აპრ
2017

რას ნიშნავს “ნამდვილი ქალბატონი” და როგორ ვხედავთ მას სარეკლამო სივრცეში?! – Dove-ის კამპანია

20 აპრ 2017

სარეკლამო სფეროსთვის ქალის მნიშვნელობა ყოველთვის ძალიან მაღალია, თუმცა, არა შინაარსობრივად, არამედ უფრო ვიზუალურად. გასაკვირი არც არაფერია, მსგავსი დამოკიდებულება ისევ და ისევ საზოგადოებრივი ინტერესიდან მოდის. რა მოხდება, თუ Google–ის საძიებო სისტემაში ჩავწერთ “ნამდვილ ქალბატონს”? ძირითადად, ლამაზ, გამომწვევ ფოტოებს ვიხილავთ, რომლებთანაც ქალბატონების 68% საერთოს ვერაფერს ხედავს. კომპანია Dove–მა გადაწყვიტა სიტყვა “ნამდვილისთვის” თავისი მნიშვნელობა დაებრუნებინა და საკმაოდ საინტერესო, ამასთან რთულად განსახორციელებელი კამპანია “Image_Hack” წამოიწყო. კამპანიის მიზანი ინტერნეტ სივრცეში ქალბატონების გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ფოტოების დამატება იყო, იმ ფოტოების, რომლებზეც რეალური ქალბატონები ნამდვილ სიტუაციებში არიან. კამპანიის განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რაც უმთავრესად ინტერნეტ სივრცეში ამ ფოტოების გავრცელება–ჩანაცვლებას ეხებოდა. თუმცა, Dove-მა გამოსავალი მარტივად ნახა და ამოცანას არაჩვეულებრივად გაართვა თავი.

 

განხილვა