28
ნოე
2016

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს

28 ნოე 2016

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს. დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ ახალი პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო.

15293364_1471001189596312_2127164341_o

პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, რომელიც შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით უწყვეტი მონიტორინგი განხორციელება.

ახალი პროექტის მეშვეობით გაუმჯობესდება დანაშაულსა და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი.

„ეს რეფორმა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი უსაფრთხოებისთვისაა. ცენტრის საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა და გვსურდა, მისი ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოება ჩაგვერთო. ამიტომ გადავწყვიტეთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგო ჩვენმა მოქალაქეებმა თავადვე შექმნან, რისთვისაც ღია კონკურსს ვაცხადებთ. საუკეთესო ლოგოს ავტორი დაჯილდოვდება, ხოლო მისი შემოქმედება პოლიციის ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრის სიმბოლო გახდება“.

კონკურსის პირობები/ლოგოს ტექნიკური დავალება:
¬ კონკურსის თემა – ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნა;
¬ კონკურსის ვადა – 3 კვირა
¬ გამარჯვებულის დაჯილდოება – გამარჯვებულის დაჯილდოება უნდა მოხდეს მისი გამოვლენიდან ერთი კვირის განმავლობაში;
¬ კონკურსის პრიზი – 3000 ლარი;
კონკურსის პირობები:
1. ლოგო უნდა გამოხატავდეს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის არსს და ფუნქციებს, რომ ის არის მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური და თანამედროვე პროექტი;
2. ლოგო ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური უნდა იყოს. იგი შსს-ს ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებების/კომპანიების ნიშნების და ლოგოების მსგავსი ან იდენტური არ უნდა იყოს;
3. ლოგოს შექმნისას უმჯობესია უპირატესობა მიენიჭოს შსს-ს კორპორატიულ და მასთან მიახლოებულ ფერებს (ლურჯი, ვერცხლისფერი…);
4. დასაშვებია ერთი მონაწილის მიერ არაუმეტეს სამი ნამუშევრის წარმოდგენა;
5. წარმოდგენილი უნდა იყოს ლოგოს გამოყენება – გაშლა 2-3 მიმართულებით;
6. შსს-ს გამარჯვებულ ლოგოზე უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლებები;
7. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის ამოცანაა შექმნას ლოგო ვექტორული გამოსახულებით Adobe Illustrator-ში, Corel-ში ან სხვა ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში და გამოაგზავნოს ელეტრონულ მისამართზე Lrobaqidze@yahoo.com;
8. გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით: 1. ვიზუალური მხარე; 2.შინაარსი.
9. ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.

გადმოწერე:

სრული ბრიფი

განხილვა