21
აპრ
2017

Panasonic–ის შთამბეჭდავი რეკლამა, რომელიც ძალიან ჰგავს მაღალბიუჯეტიანი ფილმის თრეილერს

21 აპრ 2017

Panasonic–ის სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც ბრენდმა თავისი ახალი ტელევიზორის 4K HDR–სთვის შექმნა, ნამდვილად ისეთი საყურებელია, როგორიც ჰოლივუდის რომელიმე მაღალბიუჟეტიანი, საოცარი ხარისხის მქონე ფილმების ტრეილერები. თუმცა, ამ ფილმს დიდ ეკრანებზე ვერ ნახავთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ სარეკლამო ვიდეორგოლია, რგოლი, რომელიც არაჩვეულებრივად წარმოაჩენს ახალი პროდუქტის ყველა ძლიერ მხარეს და გაუმჯობესებულ ფუნქციებს. 1:20 წუთიან ვიდეოში გაერთიანებულია რამდენიმე ჟანრის ფილმის სიუჟეტი, საოცარი მოქმედებებით, ეფექტებით, ფერებითა და დინამიკით. როგორც ვხედავთ, ამოცანას მთავარი გმირის შემსრულებელი მოდელი ტანა ბოშოფი მშვენივრად გაუმკლავდა.

 

როგორც გაირკვა, კომპანიის წარმომადგენლებს უშუალოდ რგოლის შექმნაზე არ უფიქრიათ იმდენი, რამდენიც მთავარი გმირის შემსრულებელზე. მოთხოვნები იყო შემდეგნაირი: დახვეწილი, როგორც შარლიზ ტერონი, გაწონასწორებული, როგორც კირა ნაიტლი, მომნუსხველი თვალების მქონე, როგორც მილა იოვოვიჩი  და რაღა თქმა უნდა, ისეთი ძლიერი, როგორც აჯელინა ჯოლი, ვერაფერს იტყვი, კრიტერიუმები ნამდვილად მაღალია, ხოლო ის, თუ რამდენად შეეფერება მოდელი მოთხოვნებს, უკვე თავად შეაფასეთ.

განხილვა