17
Dec
2015

#გამარჯობა, ლოგო არ გამიდიდო უბრალოდ გამარჯობა! ქართველი დიზაინერები TBC ბანკის კალენდარს ქმნიან

17 Dec 2015

“იქნებ ლოგო გაგვიდიდოთ?” “კარგია, მაგრამ ლოგო აუცილებლად უნდა გავადიდოთ” “ჩვენ ყველაფერი ვიცით რა გვინდა თქვენ უბრალოდ დახატეთ ფოტოშოპებში” – საქართველოში ამ ფრაზებს ძალიან ხშირად იყენებენ დიზაინერებთან საკომუნიკაციოდ,  ქართველი დიზაინერები კი თვლიან რომ დამკვეთები უმეტესწილად მათ შესაძლებლობებს არ იყენებენ, რამოდენიმე დღის წინ ასეთი სახალისო პოსტერიც კი გამოჩნდა:

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

dizaineri price list

როგორც ჩანს თიბისი-ში ენდობიან ქართველ დიჯიტალ არტისტებს და წელს ბანკის კორპორაციული  კალენდრის ყოველი გვერდი ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს დაეთმო, მათ საკუთარი თავი ერთი სიტყვით წარადგინეს.

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ნამუშევრებს და სრულ კალენდარს – „გამარჯობა“

  1. აბესალომ ყაველაშვილი

ადამიანებს მფრინავ კუნძულებზე პატარა სამყაროები აქვთ მოწყობილი.  დაფრინავენ და ერთმანეთს ასე ეკონტაქტებიან, თუმცა, არასდროს იციან, ვის, სად და როგორ შეხვდებიან.  გახსნილობა და ურთიერთობები ისეთივე ხელსაწყოა ჩემს შემოქმედებაში, როგორიც  –  ფანქარი, ან „ფოტოშოპი“.

Abesalom

  1. ვანო საგინაშვილი 

„გამარჯობის“ თქმით ადამიანებს ვაგრძნობინებთ რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან. თუმცა, ამ სიტყვით შემდგარი კავშირი ჩემთვის მხოლოდ ვერბალურად არ გამოიხატება. ამ დროს ორ ადამიანს შორის ემოციური, თვალისთვის უხილავი კავშირი იბმება.

Vano 2

  1. ვანო საგინაშვილი 

ყოველი ახალი ურთიერთობის დასაწყისი საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენაა. ეს სახეცვლილებაა და უშულაობისკენ სწარფვა. ხელოვნება ჩემთვის ემოციაზეა დაფუძნებული,  ემოციის მთავარი წყარო კი ურთიერთობებია. გამარჯობა კეთილგანწყობის გამოხატულებაა.

vano-saginashvili

  1. რუსლან ბერიძე 

მთის სოფელში, მაგალითად, სადღაც აჭარაში, როცა მყუდრო ღამეა, ორ პატარა სახლს შეიძლება გარესამყაროსთან ნაკლები კავშირი ჰქონდეს, მაგრამ ერთმანეთთან  მაინც ურთიერთობენ.  „გამარჯობა“ პოზიტიური ემოციაა, რომელსაც ერთმანეთს ვუგზავნით.

Beridze

  1. რუსლან ბერიძე 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ან სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ისინი ერთმანეთს მაინც ესალმებიან. „გამარჯობას“ რომ არ ვამბობდეთ, ალბათ ურთიერთობები ნაკლებად  თბილი, უფრო აგრესიული იქნებოდა.

 Beridze 2

  1. დავით ჭიპაშვილი

ჩემი „გამარჯობა“ მარსზე წყლის აღმოჩენის მოვლენით არის შთაგონებული. ურთიერთობები, მათი გახსნილობა, ინიცირება ხელოვნებაში ახალ იდეებს წარმოშობს. ხოლო  მისალმების გარდა, ადამიანის „გამარჯობით“  მის ხასიათს, განწყობას იგებ.

დავით ჭიპაშვილი

  1. თაკო აბრამია

ურთიერთობები იმდენად ვირტუალური გახდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთ ოთახში, საათობით, თავის ონლაინსამყაროს  მიჯაჭვულები ისხდნენ. როცა ვირტუალური აქტივობები მცირდება, რეალური ცხოვრება უფრო საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ხდება. ამ ყველაფრის საწყისი კი ყოველთვის არის “გამარჯობა”. მას რომ არ ვამბობდეთ, ალბათ არც დავემშვიდობებოდით ერთმანეთს და ერთ მთლიან მოვლენაში გავიწელებოდით, დასაწყისებისა და დასასრულების გარეშე.

თაკო აბრამია

  1. თეზი გაბუნია

ადამიანებს „გამარჯობის“ თქმისას გაერთიანების სურვილი გვამოძრავებს.  მისალმება, გარკვეულწილად, საკუთარი შეზღუდულობებისაგან გათავისუფლების მცდელობაც კი შეიძლება იყოს. ხელოვნება თავად არის გახსნილობის, ინიციატივის, ურთიერთობისა და   კომუნიკაციის უმაღლესი ფორმა.

ჩემი შთაგონების ძირითად წყაროს ინტერნეტსივრცე წარმოადგენს.  „img_05“  –  ეს ნახატი  ასახავს  დიალოგს მხატვრობასა და ციფრულ თამაშებს შორის.

თეზი გაბუნია

  1. გიორი წოწკოლაური –  • Wer Michèlle •

„გამარჯობა“ ალბათ მექანიკური ჩვევაა, თუმცა, მისი  დატვირთვა, პირველ რიგში, ჩაკეტილობისგან გათავისუფლებაა. მისალმება ემოციურად ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, ზუსტად იმის გამო, რომ ის ამ ჩაკეტილობისგან და ეგოიზმისგან გაცალკევებს.


WerMishell

  1. მაშო მარგიშვილი 

„გამარჯობა“ არა მხოლოდ ადამიანებს შორის კომუნიკაციის ვერბალური საწყისია, არამედ იგი ასევე სალამია სამყაროში ადამიანებისა და ცხოველების, მცენარეებისა თუ სხვა არსებების შეხვედრისასაც.  „გამარჯობას“   კეთილი ნების გამოსახატავად ვამბობთ.

მაშო მარგიშვილი

  1. მაშო მარგიშვილი 

„სიყვარული. დაკვირვება“ – ეს ილუსტრაცია ვიეტნამში შეიქმნა და ის უცხო ადამიანების შეხვედრას, ჩუმ სალამს და შემდეგ ერთმანეთზე დაკვირვებას ეხება. თუ „გამარჯობას“ საუბრის წამოწყების ინიციატივად მივიჩნევთ, მაშინ მას ერთგვარი გამბედაობაც სჭირდება. გამბედაობა კი, ჩემი აზრით, თავისუფლების შემადგენელი ნაწილია.

მაშო მარგიშვილი

  1. ლევან ამაშუკელი

სოფელში არის ხოლმე ასე – ყველა „გამარჯობას“ ეუბნება ერთმანეთს და ამით დადებით მუხტს გამოყოფენ.  კარგი იქნებოდა, ქალაქშიც ასე ვიქცეოდეთ.  სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყველა ხომ ადამიანი ვართ… „გამარჯობა“ დადებითი ენერგიაა.

ლევან ამაშუკელი

განხილვა