1
Feb
2016

.გე ზონის დომენის სარეზერვო ბაზის შესაქმნელად წინასწარ რეზერვაცია დაიწყო

1 Feb 2016

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა  .გე ზონის დომენის სარეზერვო ბაზის შესაქმნელად წინასწარი რეზერვაცია  დაიწყო.

გესოფიო ელიზბარაშვილი (საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი, რომელიც .გე დომენის ზონის ადმინისტრატორია, მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად, ღია რეგისტრაციის გახსნამდე 6 თვის მანძილზე განახორციელებს რეზერვაციას სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .ge დომენის მფლობელებისთვის. რეზერვაციის პროცედურა უფასოა, და სახელმწიფო სტრუქტურებისა და სავაჭრო ნიშნის მფლობელებისთვის უვადოა, რაც გულისხმობს შემდეგს: დარეზერვებული დომენის სახელის რეგისტრაციას, ღია რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, ვერასდროს შეძლებს სხვა პირი, გარდა იმ ორგანიზაციის ან სახელმწიფო სტრუქტურისა, რომელმაც განახორციელა კონკრეტული საინტერნეტო მისამართის რეზერვაცია, მიუხედავად იმისა, რეალურად მოხდება თუ არა ამ დომენის გამოყენება. რაც შეეხება .ge დომენის მფლობელებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს ვადიანი რეზერვაცია –  დარეზერვებული დომენის „შენახვა“ მოხდება ღია რეგისტრაციის დაწყებიდან 1 წლის ვადით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი დომენი არ იქნება დარეგისტრირებული, ის გახდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, რომელიც მის რეგისტრაციას მოისურვებს. .ge დომენის მფლობელებს უფლება აქვთ მოახდინოს რეზერვაცია მხოლოდ მათი ლათინური დომენის ქართული რეპლიკა, რაც გულისხმობს qwerty განლაგების კლავიატურის სიმბოლოთა აბსოლუტურ დამთხვევას ka qwerty კლავიატურის განლაგებაზე და არ ითვალისწინებს თარგმანს“.

sopo ელიზბარაშვილიM: სად და როგორ უნდა მოხდეს რეზერვაცია ?

ამ პროცედურის შესახებ სრული ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე რეგისტრაცია.გე . პროცედურა დაწყებულია და თითქმის ყველა დიდი კომპანიიდან უკვე დაგვიკავშირდნენ ქართული დომენის რეზერვაციის მსურველები.

M: ეს 6 თვიანი პროცესია, რა ხდება ამის შემდეგ?

6 თვის შემდეგ დაიწყება ღია რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის რეზიდენტი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.  დომენის დარეგისტრირება მოხდება „ონლაინ“ პროცედურით ვებ-გვერდზე რეგისტარცია.გე. მათ, ვინც „დაარეზერვა“ სასურველი დომენი, უკვე საშუალება ექნება დაარეგისტრიროს და რეალურად გამოიყენოს მხედრული ანბანის სიმბოლოებით საინტერნეტო მისამართი .გე დაბოლოებით.

M: დომენის რეზერვაციის შემდეგ,  რამდენ ხანში ან როგორ უნდა მოხდეს მისი აქტივაცია?  წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?

სახელმწიფო სტრუქტურებისა და სავაჭრო ნიშნის მფლობელების შემთხვევაში, დომენის აქტივაციის მიუხედავად, დარეზერვებული დომენის სახელის დარეგისტრირებას სხვა მსურველები ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის მოქმედებს უვადო რეზერვაცია. რაც შეეხება .ge დომენის მფლობელებს, რეზერვაციის დასრულებიდან 1 წლის მანძილზე თუ ისინი არ მოახდენენ მათი დომენის ქართული რეპლიკის აქტივიზაციას,  დომენი გახდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, რომელიც მის რეგისტრაციას მოისურვებს.

M: თუ ვინმეს სურს ქართული „საიტის“  ცალკე გამოყენება, რა ხდება ამ შემთხვევაში?

.გე ზონა მოქმედებს .ge დომენის ზონის პარალელურად, რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად გამოყენება, შესაბამისად ღია რეგისტრაციის დაწყების მომენტიდან ნებისმიერი მსურველი შეძლებს გამოიყენოს .გე ზონის დომენი როგორც დამოუკიდებლად, ასევე .ge ზონის რეპლიკით.



განხილვა