10
იან
2017

iPhone 7 Plus–ის ფოტოგრაფიული მაგია და მოხიბლული ბერძნები

10 იან 2017

მაშინ, როდესაც ახალი iPhone 7 Plus–ი გაქვს, ფოტოხელოვანის ამპლუაში მოულოდნელად აღმოჩენისთვისაც მზად უნდა იყო. ბრენდმა ბოლო სმარტფონისთვის ახალი ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც გადაღების ფუნქცია “პორტრეტს” უსვამს ხაზს. ახალგაზრდა გოგონა დასასვენებლად მშობლიურ მხარეს, საბერძნეთის ერთ–ერთ ლამაზ პატარა ქალაქს უბრუნდება. მისი უჩვეულო არდადაგები ბებიასთვის გადაღებული სამახსოვრო ფოტოთი იწყება. პორტრეტით მოხიბლული მეზობლები და შემდეგ, ლამის, მთელი მოსახლეობა რიგში დგება ფოტოს გადასაღებად. ხანგრძლივი ფოტოსესიის შემდეგ კი გოგონას სმარტფონში, ლამაზი ხედებისა და სელფების ნაცვლად, უცხო ადამიანების პორტრეტების კოლექცია რჩება.

 

 

განხილვა