20
აპრ
2017

21 აპრილს, იპოდრომზე, ანტალიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს 2 კაციანი საგზური გათამაშდება

20 აპრ 2017

KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, 21 აპრილს, იპოდრომზე, ანტალიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს 2 კაციანი საგზური გათამაშდება.

საგზურის მოგების შანსი ექნება ყველას, ვინც შეიძენს KVARTALI-ს მიერ ორგანიზებული ტექნო მუსიკის ივენთის ბილეთს.

ღონისძიებაზე, რომელიც KVARTALI-ის ორგანიზებით გაიმართება, დაუკრავენ ტექნო მუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: ესპანელი არტისტი პაკო ოსუნა, ქარიზმატული ირლანდიელი მატადორი და ნოვაციების სიყვარულით განთქმული, ფრანგი როდრიგეს ჯუნიორი.

უცხოელი არტისტების გამოსვლამდე, ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს DJ გიო შენგელია.

ივენთზე დასასწრები ონლაინ ბილეთები შეგიძლიათ, შეიძინოთ eventer.ge-ზე, რაც შეეხება ფიზიკურ ბილეთებს, ისინი ხელმისაწვდომია აბაშიძის #80-ში მდებარე ბარ wake up-ში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზეც.

რაც შეეხება Coraltravel-ს, ეს არის ოტი ჰოლდინგის წევრი კომპანია 25 წლიანი გამოცდილებით, რომელიც 28 ქვეყანაში ქმნის საკუთარ პროდუქტს და 6 ქვეყნიდან ოპერირებს (გერმანია, პოლონეთი, საქართველო, ბელორუსი, უკრაინა და რუსეთი). აქვს ხარისხის განმსაზღვრელი ISO სერტიფიკატი. უკვე მეოთხე წელია, საქართველოში მოაღვაწეობს და ჩვენი ქვეყნიდან, სეზონის მიხედვით, აქვს შემდეგი ტურისტული მიმართულებები: თურქეთი, საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შრი ლანკა, ინდოეთი და იორდანია.

განხილვა