25
Dec
2014

29 დეკემბრიდან “კომუნიკატორი” პირველ არხზე ბრუნდება

25 Dec 2014

komunikatori-2

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

29 დეკემბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 17:00 დან 19:30 მდე, 1 არხის პირდაპირ ეთერში  გავა შემეცნებითი, სოციალური, ინტერაქტიული, გასართობი თოქ-შოუ „კომუნიკატორი“. „კომუნიკატორი“ არის ინტერნეტში ინტეგრირებული უნივერსალური მედია პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს, გაახმაუროს და იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე, გამოხატოს პოზიცია აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ქართულ ტელესივრცეში „კომუნიკატორი“ ინოვაციურია და წარმოადგენს სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის სრულფასოვან ჰიბრიდს, რაც თანამედროვე უცხოური ინტერაქტიული სატელევიზიო პროექტების უკვე აპრობირებული სახეა (Huffpost Live, Дождь ТВ ).

ორსაათ-ნახევრიანი საეთერო მაუწყებლობის გარდა, „კომუნიკატორი“ სპეციალურად აგებული სტუდიიდან 24-საათიან რეჟიმში ჩართულია ინტერნეტ სივრცეში, რაც ტელევიზიასთან ერთად, თანაბარი მნიშვნელობის რესურსია გადაცემის ფუნქციონირებისას. „კომუნიკატორის“ ინტერნეტ-პლატფორმიდან ხდება საეთერო თემების დამუშავება და კონტაქტი მაყურებელთან.

გადაცემის დროს, სატელეფონოს გარდა, ყველა სხვა სახის კავშირი მაყურებელთან ხდება „კომუნიკატორის“ ინტერნეტ-პლატფორმის გავლით, საიდანაც ყველა მსურველს აქვს საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება პირდაპირ ეთერში თავისი პერსონალური კომპიუტერიდან (ტელეფონიდან, პლანშეტიდან) ფეისბუქის, სკაიპის, გუგლისა და სხვა პოპულარული სოციალური ქსელის დახმარებით.

პროექტის ავტორი : სერგი გვარჯალაძე

წამყვანები: სერგი გვარჯალაძე, ნასტასია არაბული, მერი შიხაშვილი

sergi_kosmos

განხილვა