22
დეკ
2016

ეს არის რებრენდინგი, რომელიც გვეამაყება – LIVE Branding პირველი ნაბიჯისთვის

22 დეკ 2016

პირველი ნაბიჯი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. ორგანიზაცია ეხმარება ბავშვებს საჭირო განათლების მიღებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.

ორგანიზაციამ, 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განახორციელა რებრენდინგი, რაშიც სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა. სააგენტოს წარმომადგენლების თქმით: „რებრენდინგის პროცესში ლაივმა ახალი ბრენდის პლატფორმა და საკომუნიკაციო სტრატეგია შექმნა პირველი ნაბიჯისათვის. ჩვენ ასევე გავალამაზეთ არსებული ლოგო და მისგან მშვენიერი და მარტივი კორპორაციული სტილიც შევქმენით. ეს არის რებრენდინგი, რომელიც გვეამაყება.”

 

სააგენტო LIVE Branding-ს მარკეტერის მკითხველი უკვე იცნობს, ხოლო რაც შეეხება “პირველ ნაბიჯს”, ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, აუტიზმის პროგრამა – ABA თერაპია და „ფლორთაიმი“, სასკოლო მზაობის პროგრამა, ჯგუფური თერაპია თამაშით, მეტყველების თერაპია, კვების თერაპია, სენსორული ინტეგრაციის პროგრამა, დღის ცენტრი, ბინაზე მოვლა, სამედიცინო მომსახურება: განვითარების პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი. 2005 წლიდან ფუნქციონირებს პირველი ნაბიჯის დღის ცენტრი, რომლის აღსაზრდელებიც არიან მძიმე და ღრმა, ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც ვერ დადიან საჯარო სკოლებში, ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში, ვერ იღებენ სხვა დღის ცენტრის მომსახურებას.

განხილვა