17
მარ
2017

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი „მოკლე ჩართვა“ არტარეას გალერეაში გაიმართება

17 მარ 2017

18 მარტს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი „მოკლე ჩართვა“ წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივას. ღონისძიება ტარდება არტარეას გალერეაში, სადაც წარმოდგენილი იქნება 10-მდე თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები(იხ. პროგრამა). მაყურებელს ასევე საშუალება ექნება პირადად გაესაუბროს რეჟისორებს: მარიამ ხაჭვანს „დინოლა“ და დავით კიკნაველიძეს „ვაკუუმი“.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარია რეჟისორი მიხეილ კობახიძე. საღამოს დახურავს მიხეილ კობახიძის ფილმები „კარუსელი“ და „ქოლგა“.

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება გაიმართება 17:00 – 21:00; არტარეას გალერეაში, დოდო აბაშიძის 10.

პროექტის პარტნიორები არიან არტარეა TV 2.0; Artarea Gallery. საინფორმაციო მხარდამჭერია მარკეტერი.

პროგრამა:

“ბებო”, რეჟ. სანდრო ქათამაშვილი; 15’

“აპრილის სუსხი, რეჟ.” თორნიკე ბზიავა; 15’ 

“მამა”, რეჟ. დათა ფირცხალავა; 25’

“დინოლა”, რეჟ.მარიამ ხაჭვანი; 15’ Q&A

შესვენება

“ვაკუუმი”, რეჟისორი: დათო კიკნაველიძე; 6’ Q&A

“დაკარგული სოფელი, რეჟ. გიორგი თოდრია; 15’

“Coffee Break” რეჟ. გიორგი თავართქილაძე; 12’

“სტუმრად” რეჟ. ნინო შაბურიშვილი; 15’ 

“საზამთრო,” რეჟ. ტატო კოტეტიშვილი; 22’

“ქოლგა”, 19′ და “კარუსელი”, 12’ მიხეილ კობახიძე.

განხილვა