17
დეკ
2013

”პროდუქტს ყიდის ხარისხი, ბრენდი და ექსპოზიცია”

17 დეკ 2013

”ახალი ნათება” მომხმარებელს ახალ, ავეჯის ხაზს სთავაზობს. მაღალ და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე გათვლილ სალონებში სანათი საშუალებები, ავეჯი და სახლის სხვა აქსესუარები იყიდება.

555374_10200685331283499_363790834_nთათა მორჩილაძე (”ახალი ნათების” პიარ მენეჯერი): კომპანია იზრდება, ვითარდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი მიმართულება აგვერჩია. მარტივად შევჯერით, თუ რა უნდა ყოფილიყო.

ავეჯი და განათება ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ერთად წარმოდგენილი უკეთესი აღსაქმელია მომხმარებლისთვის.

უფრო მარტივად იხდი ფულს, როცა ავეჯსა და სახლის სხვა აქსესუარებს საკუთარი თვალით ხედავ, რას რა უხდება და ა.შ.

ორი სხვადასხვა სივრცე გაქვთ ავეჯისათვის. ერთ-ერთი არის ”ფორუმი”. რა პროდუქციაა აქ და რა ღირს?

”ფორუმში” წარმოდგენილია პრემიუმ კლასის ავეჯი. გათვლილია მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე. საკამოდ ძვირადღირებული პროდუქციაა. მაგალითად, გერმანული ბრენდის ”კოინორის” ერთ-ერთი დივანი 10779 ლარი ღირს.

შესაძლოა, ძალიან დიდი არა, მაგრამ კონკურენცია ამ ტიპის პროდუქციაზე მაინც არსებობს. რატომ აირჩევს მომხმარებელი თქვენს ავეჯს?

”ფორუმში” წარმოდგენილი ბრენდები თბილისში სხვაგან არ არის. პროდუქტს ყიდის ხარისხი, ბრენდი და ექსპოზიცია. შევეცადეთ ერთად გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. მომხმარებელს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ. მაგალითად ”გოწიეს”. ამასთან, ჩვენი ბრენდის მიმართ გარკვეული ნდობა უკვე არსებობს. იციან, რომ არ ვყიდით ”ერთთვიან” პროდუქტს. ექსპოზიციას კი, თავისთავად, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ.

რაც შეეხება მეორე სივრცეს, სადაც შედარებით დაბალფასიანი ავეჯი იყიდება . . .

ეს არის შედარებით ხელმისაწვდომი ფასების სალონი, რომელიც გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე. 600 – 700 ლარიდან არის ფუნქციური სავარძლები, კიდევ უფრო დაბალია ჩვეულებრივი სავარძლის ფასი. წარმოდგენილია თანამედროვე ხარისხიანი ავეჯი, რომლებსაც იტალიელი და ავსტრიელი დიზაინერები ქმნიან. გარდა ამისა, არის მრავალფუნქციური ავეჯი.

საქართველოში ბევრი ოჯახი, ოფისია, რომლებსაც არ აქვს დიდი ფართი, ასეთი შემთხვევებისთვის ვთავაზობთ მულტიფუნქციურ ავეჯს. ერთ სავარძელს, ტრანსფორმირების შემთხვევაში, შეიძლება ჰქონდეს სამი სხვადასხვა ფუნქცია. შესაძლოა, სხვადახვა ნაწილების შეძენით, ლეგოს პრინციპით, სასურველ კედლის ან სხვა ტიპის ავეჯის აწყობა.

ამ მიმართულებით კონკურენცია საკმაოდ დიდია ფასებისა და ასორტიმენტის მიხედვით . . .

შევეცადეთ უფრო უცხო რამ შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ზუსტად ამიტომ, ავირჩიეთ ცოტა უფრო განსხვავებული პროდუქტი. გვაქვს არა მხოლოდ ავეჯი, არამედ მისი შესაბამისი განათება, აქსესურები. არ შევთავაზეთ სტანდარტული ავეჯი. დიდი არჩევანია ფერების მიხედვით, ჩვენთან არის ავეჯი, რომელსაც თავად აწყობს მომხმარებელი. ფუნქციური ავეჯი განსხვავებული თემაა.

ასეთი სიახლეების შემდეგ, ხომ არ გაჩნდება ”ახალ ნათებაში” კიდევ ერთი დამატებითი ინტერიერის დიზაინერის მომსახურებაც?

ასეთი კადრი არ გვყას, თუ პროექტების მიხედვით განვითარდებით, უფრო განათებების კუთხით, რომელიც მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და ამოუწურავი თემაა. კიდევ ბევრი რამ არის ჩვენი მხრიდან ამ სფეროში ასათვისებელი.

”ახალ ნათებას” ქართველი დიზაინერი ჰყავს. ეს იყო ერთგავრი სიახლე და ექსპერიმენტი. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს ნაბიჯი, მოთხოვნა თუ არის საქართველოში შექმნილ სანათ საშუალებებზე?

დიდი დაინტერესება მოჰყვა ამ სიახლეს და კარგადაც იყიდება. რაც უფრო მეტი ქართველი დიზაინერი გვეყოლება, ჩვენთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. უნდა შევუწყოთ ხელი ასეთ პროფესიონალებს. თუ საქართველოში კიდევ არსებობს ასეთი ადამიანი, სიამოვნებით წარმოვაჩენთ, საინტერესო იქნება მუშაობა, როგორც ეს ია ქუთათელაძის შემთხვევაშია.

კიდევ რა სახლეს გეგმავს ”ახალი ნათება”?

ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ ვგეგმავთ. ვაპირებთ ჩვენი ქსელის მაღაზიები ”გადავახალისოთ, რომ უფრო კომფორტული იყოს. რამდენიმე მაღაზია, დანარჩენებთან შეადრებით, ბევრად მოსახერხებელი და კარგია. ზოგან ყველაფერი ერთ სივრცეშია და ერთადაა განლაგებული. ამიტომ დათვალიერება, შერჩევა უფრო რთულია, ვიდრე, დავუშვათ, დიღმის გზაზე. გვინდა, ექსპოზიციები ყველგან ერთნაირად კარგად იყოს გაკეთებული. ძირითადად, ალბათ, ”რესთაილინგს” გავუკეთებთ მაღაზიებს.

ბრენდის გარეგნული ელემენტებიც ხომ არ შეიცვლება?

ამ ეტაპზე არა.

1415397_646334028749310_359749270_o

c2

1474605_663374403711939_1746402333_n

946054_651469801569066_2020675297_n

c8

განხილვა