25
Mar
2013

25 მარტიდან TBILISI OPEN AIR 2013-ზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება!

25 Mar 2013

openairlogo25 მარტიდან TBILISI OPEN AIR 2013-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა დინამო არენას სალაროების გარდა, ონლაინ რეჟიმშიც, www.biletebi.ge-ზეც იქნება შესაძლებელი.

TBILISI OPEN AIR 2013-ის ჩატარების ადგილი, დინამო არენა დაყოფილია A,B,C, D სექტორებად, რომლებიც ერთმანეთისგან ფასის მიხედვით განსხვავდება. ხელმისაწვდომია, როგორც დასაჯდომი, ისე მოედანზე, ფეხზე დასადგომი ბილეთებიც. მომხმარებელს საშუალება აქვს თავად აირჩიოს სასურველი ადგილი. ბილეთის ფასი 40-დან 200 ლარამდე მერყეობს.

biletebis sqema

ონლაინში ნაყიდი ბილეთებით, მომხმარებლები ფესტივალის დღეს მოვლენ მათთვის სპეციალურად გაკეთებულ შესასვლელებში, სადაც ფესტივალის პერსონალი  სამაჯურს გაუკეთებს.

შეგახსენებთ TBILISI OPEN AIR 2013 წელს დინამო არენაზე ჩატარდება, მასში მონაწილეობას მიიღებენ: Deep Purple ,Infected Mushroom, Tricky, The Subways, Modeselektor, Black Strobe, Kid Jesus.

ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge

განხილვა

1 Response

  1. 01/04/2013

    […] ფასი 40, 55,60, 70, 90 ,120  200, 250 და 500 ლარია. (გეგმა იხილეთ აქ) ფესტიავლის მედია მენეჯერი ამბობს, […]