17
მარ
2017

“პატარა ფილტვები დიდ სამყაროში” – ანტინიკოტინური კამპანია თინეიჯერებისთვის

17 მარ 2017

სიგარეტის მავნებლობის გამოვლენამ სათანადო შედეგი ჯერაც ვერ მოიტანა. მწველები ჯანმრთელობისთვის ამ სახიფათო ჩვევას ვერც ექიმების დასკვნებით და ვერც უშუალოდ ყუთზე დატანილი წარწერით, “მოწევა კლავს”, გადაეჩვიენ. თუმცა, არის სეგმენტი, რომლის დარწმუნებაც ჯერ არ არის გვიან. თინეიჯერები, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ჯერ მხოლოდ გასინჯვით იწყებენ, ხოლო შემდეგ აქტიური მწეველები ხდებიან. სარეკლამო სააგენტო FCB New York–მა გადაწყვიტა მარტივი, სასაცილო ანიმაციური კამპანიით ახალგაზრდებისთვის ის შემთხვევები ეჩვენებინა, რომლებსაც მწეველები საკმაოდ რთულად უმკლავდებიან.

 

სააგენტოს მიერ შექმნილი ვიდეორგოლების სერიას “პატარა ფილტვები დიდ სამყაროში” ჰქვია. 40 წამიან ვიდეოში იუმორით არის ნაჩვენები, როგორ უჭირთ პატარა ფილტვებს თხილამურებზე სრიალი, ველოსიპედით სეირნობა, თოკზე აძრომა, ცურვა და თუნდაც, დაბადების დღის სანთლების ჩაქრობა, ამ დროს კი ჩვეულებრივი ფილტვები თავს ყველა შემთხვევაში არაჩვეულებრივად გრძნობენ.

 



განხილვა