2
ივლ
2014

10 ივლისს „პიარშიკები“ – „ილიაუნის“ თეატრის სცენაზე 

2 ივლ 2014

10 ივლისს „ილიაუნის“ თეატრში პიარის სპეციალისტები სპექტაკლს ითამაშებენ. ღონისძიების ორგანიზატორია „Teatri.Ge“, რომელიც 5 წელია არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში და არაერთ თეატრთან თანამშრომლობს.  პროექტის განხორციელბა შეუძლებელი იქნებოდა სტამბა „ფავორიტი სტილი“-სა და „ილიაუნის თეატრის“ გარეშე. ასევე დიდი მადლობა კომპანია გალფს.

teatri.ge

„ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და levan-giorgadzeმაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა. თეატრი ადამიანს საშუალებას აძლევს, მოირგოს მისგან ოდნავ ან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟის როლი. თუნდაც, ერთი დღის განმავლობაში დაისვენოს საკუთარი თავისგან და მოირგოს სხვა ამპლუა“ – ამბობს Teatri.Ge“-ს დამფუძნებელი ლევან გიორგაძე.

M: რა პიესაა და ვის ეკუთვნის?

პიესა დაწერა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, რეჟისორი კი გოგა მაისურაძე გახლავთ.

M: რაც შეეხება შინაარსს . . .

ერთ-ერთი კომპანია აცხადებს ვაკანსიას და მსურველები იბრძვიან გამარჯვებისთვის. გასაუბრება არის არასტანდარტული და სწორედ აქ ვითარდება მთავარი მოვლენები. გარდა ამისა, თითოეულ მონაწილეს აქვს სიურპრიზი მაყურებლისთვის, რომელსაც პრემიერამდე არ გავამხელთ. თუმცა, დამერწმუნეთ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა ამ პიესაში.

M: სპექტაკლი გამორჩეულია იმით, რომ პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად მარკეტერები და პიარის სპეციალისტები თამაშობენ. . .

ვეცადეთ, რომ პიესა თითოეულ მონაწილეს მორგებოდა, რისთვისაც მოხდა რამდენიმე შეხვედრა სცენარისტთან. ამასთან, ერთად დავტოვეთ „სათამაშო როლებიც“, რომელიც მონაწილეებისგან შეიძლება ცოტათი შორს იყოს. თუმცა, ზუსტად აქ იჩენს თავს „სპექტაკლში“ როლის თამაშის ხიბლიც, რაც თან ერთვის ხოლმე ნებისმიერ დადგმას.

სპექტაკლში თამაშობენ: მაკუნა გამცემლიძე (სამშენებლო კომპანია „ანაგი“), ნუკა ლეჟავა („ქართული კვების კომპანია“), თორნიკე გურული (სოციალური პროექტი “სიცოცხლის ხე”), თინათინ კეკუა (საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია), ვიკა ბუკია (კავკასიის უნივერსიტეტი), ნოკა ბაინდურაშვილი („ელიტ ელექტრონიქსი”), თათა მორჩილაძე („ახალი ნათება“), სოფო ხაჭაპურიძე („არენა“), ლევან როსტოშვილი („BK კაპიტალი“), ნიკა წულუკიძე (რუსთავის თეატრი), ლალი გალუმაშვილი (კომპანია „სნო“), ბახვა ბრეგვაძე (“სარაჯიშვილი”), ჯაბა სიხარულიძე (“თბილისის მოდის კვირეული”), ზურა ბალანჩივაძე („ჯეპრა“), ლევან გიორგაძე („Teatri.Ge“).

დასი-პროცესი

IMG_8890

M: როდის და სად იქნება პრემიერა?

პრემიერა იგეგმება 10 ივლისს. თუმცა, ეს უფრო დახურული ჩვენება იქნება, სადაც ძირითადათ კომუნიკაციის სფეროში მოღვაწე ხალხი მოიყრის თავს. როგორც უკვე გითხარით, ოქტომბრისთვის ვგეგმავთ უფრო დიდ პრემიერას, სადაც უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა და სპექტაკლის ნახვა. ამ ეტაპზე სპექტაკლი დაიდგმება ილიაუნის თეატრში. თუმცა, ოქტომბერში ვგეგმავთ განმეორებით ჩვენებას, გვინდა, რომ საქველმოქმედო ხასიათიც შეიძინოს ამ პროექტმა და ამით კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთოთ.

M: სამომავლოდ თუ გაგრძელდება და როგორი იქნება ახალი სპექტაკლი?

აუცილებლად გაგრძელდება და ყოველ წელს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოიყრიან თავს სცენაზე. შემდეგი სპექტაკლის გაკეთება ჟურნალისტებთან ერთად იგეგმება. თუ რა პიესა იქნება კონკრეტულად, წლის ბოლოსკენ გეტყვით.

ზურა-ბალანჩივაძე

53726_904754786217674_3207504823427197774_o

განხილვა