25
ოქტ
2016

ახალი ქართული პროდუქტი, ქარელის ჩირი ია დარახველიძის ბრენდინგით

25 ოქტ 2016

ია დარახველიძე

ია დარახველიძე

უკვე 6 თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ქართული ჩირი გამოჩნდა. მისი წარმოება “ქარელის აგრო ინდუსტრიულმა” კომპანიამ დაიწყო და ამ დროისთვის 4 პროდუქტს მოიცავს: მსხლის და ვაშლის, ქლიავის უკურკო, ქლიავის კურკიან და ხურმის ჩირს. ახალი ქართული პროდუქტის შეფუთვაზე ია დარახველიძემ თავისი კომპანია BRID-ის სახელწოდებით იმუშავა. მან მარკეტერთან ისაუბრა პროდუქტის ბრენდინგსა და პროექტზე მუშაობის პროცესზე.

M: მოგვიყევით ახალი პროდუქტის შესახებ.

ამ ეტაპზე ბაზარზე ოთხი სახეობის პროდუქტია, მაგრამ იგეგმება კიდევ სხვა სახეობების დამატებაც.  ჯერჯერობით გაყიდვები წარმატებით ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი გემოვნური თვისებებით გამორჩეულია, ვფიქრობთ ის ნამდვილი აღმოჩენა იქნება ქართველი მომხმარებლისთვის და აუცილებლად დაიკავებს კუთვნილ, მოწინავე ადგილს. ასევე, იგეგმება პროდუქტის  ექსპორტზე გატანაც.

ერთად

M: რა იყო თქვენი ამოცანა ბრენდზე მუშაობისას?

ჩემი ამოცანა იყო შემექმნა ბრენდის იდენტობის ე.წ. ხილული ნაწილი. ვიზრუნე ბრენდის ვიზუალური ელემენტების, ლოგოს, სიმბოლოსა და შეფუთვის დიზაინზე. ბრენდისთვის მთავარი მიზანი ბაზარზე ცნობადობის მოპოვება  და სხვა პროდუქტებისგან გამორჩეული ვიზუალური სტილის შექმნა იყო. ასევე, მომხმარებელს არ უნდა გასჩენოდა ზედმეტი კითხვა პროდუქტის შემცველობის შესახებ. შეფუთვაზე კარგად უნდა გამოჩენილიყო, თუ რა ხილის, კურკიან თუ უკურკო პროდუქტს ყიდულობდა. ვეცადე მომხმარებლისთვის ეს კითხვები ამერიდებია .

M: როგორ მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა?

როდესაც ლოგოზე მუშაობა დავიწყე, პირველ რიგში გამოვიკვლიე მსგავს სფეროში არსებული ლოგოები. კონკრეტული სახელის არარსებობის გამო ლოგოს ვიზუალურ მხარეს ერთი კონკრეტული დავალება ჰქონდა, რომ ის ყოფილიყო მაქსიმალურად აღქმადი და კითხვადი. შემდეგ უკვე პროდუქტის გემომ და ხარისხმა აქცენტი ნატურალური პროდუქტის თემაზე შემაჩერებინა და მთავარი დატვირთვა ხილის ტექსტურაზე გავაკეთე. ლოგო და შეფუთვა ერთმანეთშია შერწყმული, შეფუთვაზე ერთდროულად  რეალური პროდუქტი და ხილიც ჩანს, რაც საერთო წარმოდგენას უქმნის მყიდველს. ვეცადე ბრენდი მარტივი და შორიდან აღქმადი ყოფილიყო, რამაც ნამდვილად იმუშავა.

CREDITS:

ART DIRECTOR / GRAPHIC DESIGNER – IA DARAKHVELIDZE

GRAPHIC DESIGNERS – GAGA TURMANISHVILI

LOGO DESIGNER – GIORGI CHICHINADZE

 

კომპანია BRID-ის Facebook გვერდი

ია დარახველიძის პორტფოლიო

განხილვა