22
Sep
2014

პირველი ქართული კლავიატურა iOS 8 განახლებისათვის – “ლემონდუსაგან”

22 Sep 2014

Georgian Keyboard ™_iconკომპანია „ლემონდუ“  პირველია საქართველოში და შესაბამისად მსოფლიოში ვინც შექმნა და ხელმისაწვდომი გახადა ქართული კლავიატურის აპლიკაცია Apple-ის ოპერაციული სისტემა iOS 8-სთვის Georgian Keyboard ™ (https://itunes.apple.com/us/app/georgian-keyboard/id900035450?mt=8).

„ჩვენ მოხარულები ვართ რომ ჩვენი კომპანია აღმოჩნდა პირველი, ვინც iOS 8-ს ქართველ მომხმარებელს შეთავაზა ქართული კლავიატურა,“ აღნიშნა ლევან კილაძემ, ლემონდუს გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა. „ჩვენ გვჯერა, რომ აპლიკაციის ყველა მომხმარებელი იქნება კმაყოფილი მითუმეტეს რომ მის გადმოწერას შეძლებენ უფასოდ“.

„აპლიკაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე თუ როგორ გამხდარიყო კლავიატურა რაც შეიძლება მოსახერხებელი თითოეული ჩვენი მომხმარებლისათვის და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო Facebook-ზე არსებულ ჯგუფ GeMUG-ს და პირადად დიმიტრი გოგელიას“ ამბობს ლევან თოფურია, პროდიუსერი ლემონდუში. „ზუსტად ამ ბევრი ფიქრის შედეგად გაჩნდა ის უნიკალური და მომხმარებლისთვის საინტერესო ფუნქციები როგორიც არის კლავიატურის ხმების და ვიზუალური ეფექტების შერჩევა. ჩვენ განვაგრძობთ ფიქრს და მუშაობას, რომ Georgian Keyboard ™ უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გახდეს“.

„ლემონდუ“ (www.lemondo.com) არის მობილური აპლიკაციების და თამაშების დეველოპერი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველო. ლემონდუ ასევე წარმატებით ახორციელებს თამაშებისა და აპლიკაციების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით. კომპანიის თამაშებსა და აპლიკაციებს 80 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

განხილვა