20
მარ
2017

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეხედულებები “განსაკუთრებულ საჭიროებებზე” – კამპანია 21 მარტისთვის

20 მარ 2017

ხშირად გვესმის ხოლმე მედიასაშუალებებიდან და ხშირად პოლიტიკური ტრიბუნებიდანაც, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ვინ ეთანხმება, ვინ იზიარებს ამ მოსაზრებებს და რატომ, ეს ცალკე საკითხავია, თუმცა ყველაზე მთავარი უშუალოდ ამ ადამიანების პოზიცია და მათი შეხედულებებია “განსაკუთრებულ საჭიროებებთან” დაკავშირებით. ასოციაცია CoorDown–მა სწორედ ამ პრობლემის შესახებ, 21 მარტთან, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით არაჩვეულებრივი, სახალისო და თანაც ძალიან ემოციური ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც იმედია ბევრს თვალს აუხელს და რეალურ საჭიროებებს დაანახებს.

 

რა არის ეს განსაკუთრებული საჭიროებები? დრაკონის კვერცხი საუზმეზე? რაინდის რკინის აბჯარი? თუ კატის მიერ გაკეთებული მასაჟი? კითხვას ძალიან მარტივი პასუხები აქვს, – ის, რაც ვრცელდება ყველა ადამიანზე თანაბრად, არ აქვს მნიშვნელობა, დაუნის სინდრომის მქონე იქნება ის, თუ არა: განათლება, სამუშაო ადგილები, შესაძლებლობები, მეგობრები და რა თქმა უნდა, სიყვარული.

განხილვა