რეკლამის ისტორია და პირველი ქართული რეკლამა

დღეს კარგი რეკლამით შორს “გაფდრინდები”. მარკეტერები და პიარის სპეციალსიტები თვლიან, რომ ნახევარ საქმეს კარგად შეფუთული და მომხარებლამდე კარგად მიტანილი რეკლამა აკეთებს.

რეკლამა არის (ლათ. reclamo – „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით,  ფორმითა  და ხერხით,რომელიც  მიმართულია საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.

რეკლამა არც XX და არც XI საუკუნის “მონაპოვარი” არ არის.

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე  უძველეს ცივილიზაციებში  სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ ინფორმაციას. II-III საუკუნეების ძველ საბერძნეთსა და რომში სავაჭრო განცხადებებს  ხის დაფებზე, სპილენძის ფირფიტებსა და ძვლებზე წერდნენ და თვალსაჩინო ადგილზე აკრავდნენ. გარდა ამისა, დაქირავებული ადამიანები საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ხმამაღლა კითხულობდნენ სავაჭრო თუ სხვა სახის  განცხადებებს.

ძველ რომში ქუჩებსა და მოედნებზე სპეციალურად აშენებდნენ კირით შეთეთრებულ კედლებს ე.წ. „ელბუმსებს“, რომლებიც დაყოფილი იყო კვადრატებად. ამ კვადრატებში ვაჭრები და მევახშეები ნახშირითა და წითელი საღებავით ათავსებდნენ შესაბამის განცხადებებს. ასევე  არსებობდა მყვირალების ინსტიტუტი ე.წ. „პროკო“, რომლებიც ხმამაღლა აცნობდნენ ხალხს ამა თუ იმ საქონლის, მოვლენის ან სანახაობის შესახებ. მოგვიანებით ინგლისსა და საფრანგეთში ეს ადამიანები ამქრებში გაერთიანდნენ.

ნამდვილი თანამედროვე რეკლამის წარმოშობას XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მიაწერენ ვენეციელ გამომცემელს-მანუცის. მან დაიწყო წიგნების სათაურების ბეჭდვა და მათი თავფურცლების გამოფენა მაღაზიის შესასვლელში. ამასთან, რომში გამოდიოდა ხელნაწერი გაზეთი „აქტა დიურნიუ“ (ყოველდღიური შემთხვევები), რომელშიც განთავსებული იყო სარეკლამო განცხადებები.

1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას,ხოლო უკვე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჟისა და უ. კოპის პირველი სარეკლამო ბიურო.

XVII საუკუნეში ბეჭდვის საყოველთაო შემოღებამ და წერა-კითხვის მასობრივმა გავრცელებამ, ხელი შეუწყო    რეკლამის განვითარებას. ამ პერიოდიდან, ევროპის წამყვან ქვეყნებში ინგლისში, საფრანგეთში, პრუსიაში იწყება პრესის, კერძოდ, გაზეთების მასიური გამოცემა და ბეჭდვითი რეკლამის საყოველთაო განვითარება.

XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამერიკელმა საქმიანმა ადამიანებმა დაინახეს ბეჭდვითი რეკლამის უპირატესობა და დაიწყეს ნახევრად კომერციული გაზეთების გამოშვება. ამ პერიოდიდან, კაპიტალისტურ ქვეყნებში სამრეწველო კაპიტალი მჭიდროდ დაუკავშირდა რეკლამას. ტექნიკის განვითარებასთან ერთად სარეკლამო საშუალებანი იზრდებოდა, ფართოვდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა. Aმავე პერიოდიდან  რეკლამა ვითარდება რუსეთის იმპერიაშიც. სარეკლამო საშუალებები ძირითადად იგივეა რაც ევროპის სხვა ქვეყნებში.

დროთა განმავლობაში  რეკლამა მომგებიან ბიზენსად იქცა, შესაბამისად გიზარდა მასში ჩადებული ხარჯები.  XX საუკუნის 70-იანი წლების მონაცემებით, იტალიაში რეკლამაზე დაიხარჯა ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე განათლებაზე, ინგლისში 0,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 5 მილიარდ მარკაზე მეტი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 მილიარდი დოლარი.

პირველი სატელევიზიო რეკლამა საქართველოში გავიდა 1950–იანი წლების ბოლოს. მაშინ ქართულ ჯემს რეკლამირებას ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე უწევდა . უფრო მოგვიანებით იყო ე.წ. მანამდე იყო ბეჭდური რეკლამა რომელსაც ჩვენს მომავალ სტატიებში შემოგთავაზებთ. (sneak peak)

1) სარაჯიშვილის რეკლამა (ფოტოზე ბარბარე ბაგრატიონი, ფოტო XIX საუკუნის ბოლოსაა გადაღებული)

სარაჯიშვილის რეკლამა