3
იან
2017

Samsung Georgia-ს ფოტო-კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია!

3 იან 2017

30 დეკემბერს  სამსუნგის ოფიციალურ ბრენდ მაღაზიაში კომპანია Samsung საქართველომ საახალწლო ფოტო-კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.  სამი საუკეთესო საახალწლო ფოტოს ავტორს სამსუნგისგან საჩუქრად გადაეცა Samsung Galaxy A5.  პრიზიორები გახდნენ: გიო ბერიკაშვილი, სიმონ ნებიერიძე, ანი გაგნიძე.

 

შეგახსენებთ, რომ საახალწლო ფოტო-კონკურსში ჩართვა თავისუფალი იყო ყველასათვის. პირობების თანახმად მონაწილეებს  საახალწლო თემაზე უნდა გადაეღოთ კრეატიული, მხიარული ფოტო და გაეგზავნათ ის  Samsung Georgia – ს ფეისბუქ გვერდზე პირად შეტყობინებაში. კონკურსი მიმდინარეობდა 15  დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით.

A (A3,  A5 და A7) სერიის სმარტფონები Samsung Electronics-მა მომხმარებელს 2016 წელს შესთავაზა. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი, მაღალ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, თანაც მისაღებ ფასად,  Galaxy A სერია საუკეთესო არჩევანი იქნება.

Samsung Electronics Co. Ltd  ზრუნავს თავის მომხმარებელზე და გილოცავთ  ახალ წელს!

[R]

განხილვა