6
სექ
2016

განახლებული „საქმიანი დილა“ ეთერში ბრუნდება – გადაცემის პრომო ექსკლუზიურად მარკეტერისთვის!

6 სექ 2016

გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

საქმიანი დილაეთერში განახლებული ფორმატით, მრავალფეროვანი რუბრიკებითა და ახალი წამყვანებით ბრუნდება. გადაცემა  დილით,  07:55 –ზე  “TVპირველზე” დაიწყება  და ის  სამი საათის განმავლობაში საქმიან ადამიანებს საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის. აგრეთვე, ეთერში ბრუნდებაბიზნესკონტრაქტიდა  „ბიზნესკონტრაქტის ანალიტიკა“.  პროექტების მენეჯერის, გიორგი ისაკაძის ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რა ფორმატითა და რუბრიკებით დაბრუნდებასაქმიანი დილა“, ვინ იქნებიან მისი წამყვანები და ასევე, იხილავთ გადაცემის პრომოს ექსკლუზიურად მარკეტერზე.

M: როდიდან დაიწყებს მაუწყებლობას „საქმიანი დილა“?

მაუწყებლობას მომავალ კვირაში, 12 სექტემბერს ვიწყებთ შედარებით განახლებული ფორმატით და ახალი წამყვანებით. გადაცემა გავა TVპირველზე, რომელთანაც „ბიზნესმედია საქართველოს“ სახით წარმოდგენილმა ჩვენმა ჯგუფმა აუთსორს კონტრაქტი გააფორმა

M: რა სიახლეებით დაბრუნდება გადაცემა ეთერში?

საქმიან დილაშიდიდი ცვლილებებია როგორც ფორმატის, ისე ქრონომეტრაჟის მხრივ. გადაცემა უბრუნდება თავის ძველ დროს, თუმცა ეს იქნება ძველი და ახალი შემადგენლობის ნაზავი და განსხვავებული ფორმატი. გადაცემას გავუძღვები პირადად მე, ხოლო ძველი წამყვანებიდან – გვანცა ლაღიძე და ნინო ვარდოსანიძე. ასევე, დაემატებიან ანა ლაპიაშვილი და შოთა დიღმელაშვილი.

საქმიანი დილაყოველ სამუშაო დღეს, 07:55-ზე დაიწყება და 11:00-მდე გასტანს. ეს იქნება 3-საათიანი პროექტი, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნალოვანია, რომ მათი დილა იწყებოდეს საქმიანად და განსხვავებული ენერგიით. ისინი შეძლებენ, მოისმინონ როგორც მიმდინარე, ისე წინა დღის ანალიზი. ეს ყველაფერი კი, საინტერესო სტუმრებთან და რაც მთავარია, მრავალრიცხოვან და ძალიან გონიერ წამყვანებთან ერთად გაირჩევა.

გარდა ამისა, 12-დან 16 საათამდე ახალი რუბრიკა შემოდის. მაგალითად, „საქმიანი დილამუდმივად გამოავლენს კვირის მენეჯერს, სხვადასხვა რეიტინგებს, ინოვაციურ და საწარმოო ექსკლუზივებს, იქნება რებრენდირებული ყოველდღიური ფრაზები და კალენდარი იმ დღეს მომხდარი მნიშვნელოვანი ამბებით. პარასკევობით ცალკე რუბრიკა დაეთმობა ერთგვარ დაიჯესტს/აფიშას, სადაც მაყურებელს შევთავაზებთ, თუ როგორ გაატარონ შაბათკვირა უფრო მრავალფეროვნად. ასევე, პარასკევობით ცალკე ბლოკი დაეთმობა ბიზნესის წარმომადგელებს, რომლებიც ეთერში წარადგენენ, მაგალითად, თავიანთ ლიტერატურას. იქნება ინოვაციებთან დაკავშირებული ბლოკი და რუბრიკა “დამზადებულია საქართველოში”,  სადაც მაყურებელს ყოველკვირეულად გავაცნობთ ადამიანებსა თუ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ პროდუქციას. სტუდიაში, საშუალოდ, 4-5 სტუმარს ვუმასპინძლებთ ყოველდღე. გვექნება ჩართვები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, სადაც ცალკე სტუმრებსაც გავესაუბრებით.

saqmiani dila

მაყურებელს ექნება საშუალება, ყოველდღე მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ ვალუტის კურსსა და ამინდის პროგნოზზე, არამედ, იმის შესახებაც, თუ რა არის იმ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. აგრეთვე შეიტყობს სარფიანი გარიგებისა ან ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ, როგორ იხურება ბირჟები და ..

“საქმიან დილას” ასევე  უერთდებიან ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე და  ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაიას სიდამონიძე. თუ რა ფორმით და როგორ მოხდება მათ გადაცემაში ჩართულობა, ამას უკვე საქმიანი დილის მაყურებელი ორშაბათიდან შეიტყობს.

M: რაც შეეხება „ბიზნესკონტრაქტსა“ და „ანალიტიკას“…

ყოველდღე, ძველ დროს, 15:00-დან 16:00-საათამდე, გადაცემებს შორის მონაცვლეობით, „ბიზნესკონტრაქტსწაუძღვებიან ბექა ბაციკაძე და ელენე კვანჭილაშვილიეს იქნება მიმდინარე დღის ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. სიახლეა ის, რომანალიტიკას,“ რომელიც გადიოდა პარასკევ დღეს, წაუძღვება ელენე კვანჭილაშვილი და ეს იქნება დამოუკიდებელი, ერთგვარი შემაჯამებელი პროექტი. რაც შეეხება საღამოს, მიმდინარე ეკონომიკისა და ბიზნესის ამბების დაიჯესტს ბექა ბაციკაძე გაუძღვება ყოველდღე, 18:30 საათზე.

გუნდი საკმაოდ გაძლიერდა როგორც რეპორტიორებით, ისე წამყვანებით. ანა ლაპიაშვილის რეპორტიორული გამოცდილება და ბოლო პერიოდის მენეჯერული პოზიციები რადიო “მაესტრო”-ში სერიოზულად გააძლიერებს მიმდინარე ამბების ბლოკზე უკვე ტრადიციულად მომუშავე გუნდს. შეიძლება ითქვას, Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდი სრულად ერთვება ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბიზნესმედიის მომზადების კუთხით, რისი დასტურიცაა შოთა დიღმელაშვილის თანაწამყვანობა საქმიან დილაში მაყურებლისთვის, აწ უკვე კარგად ნაცნობ, გვანცა ლაღიძესთან და ნინო ვარდოსანიძესთან ერთად. გუნდს სალომე მეცხვარიშვილი შეუერთდა, რომელიც ერთდროულად პროექტის ვებ გვერდისა და მისი საინფორმაციო სააგენტოს პარალელურად, “ბიზნესკონტრაქტისა” და “საქმიანი დილას” სატელევიზიო სიუჟეტებზეც იმუშავებს.

წლის ბოლომდე, “ბიზნესმედია საქართველო” კიდევ ერთი სატელევიოზიო პროექტის დაწყებას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ ასევე “TVპირველის” ეთერით გავა. მარკეტერი ბევრ სიახლეს ჰპირდება თავის მკითხველს და კოლეგებს წარმატებებს უსურვებს. ახლა კი, იხილეთ გადაცემის პრომო.

 

განხილვა