9
იან
2017

რამ გააოცა ბავშვები? ნამდვილი სასწაული თუ, უბრალოდ, თანამედროვე პარკირების სისტემა?

9 იან 2017

ახალი წელი, სარეკლამო სფეროში ასპარეზობის და თავის დამკვიდრების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც Mercedes–მა ძალიან კარგად დაიწყო. რა ჯობია 2017 წლის შეხვედრას ახალი ავტომობილით?! თან ჩვეულებრივით კი არა, ისეთი თანამედროვე და მარტივი პარკირების სისტემით, რომელიც ჯადოსნური მოვლენისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, ყოველ შემთხვევაში, ბავშვის თვალში მაინც.

 

ბრენდის ახალი ავტომობილისთვის შექმნილ ვიდეორგოლში, მეზობლის მანქანის საოცარი მოქმედებებით მონუსხული პატარა ბიჭი ყოველდღე ეზოს წინ ელოდება მორიგი სასწაულის ხილვას. დღითიდღე ბავშვების რაოდენობა მატულობს და მათ აღტაცებას, რომელიც ავტოფარეხში დამოუკიდებლად შესული ავტომობილის ხილვით არს გამოწვეული, საზღვარი არ აქვს. ეს მათთვის სასწაულია, ავტომობილის მფლობელისთვის კი გამარტივებული ყოველდღიური ცხოვრება.

განხილვა