26
Apr
2016

უსაფრთხოება დღეს 5-6 მაისი

26 Apr 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და SECURE.ge იწყებენ ტრენინგების სერიას „უსაფრთხოება დღეს“. ტრენინგის მიზანია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ინფორმაციული უსაფრთხოების კულტურის ამაღლება და შესაბამისი ზომების პროაქტიულად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელი ნორმატივი გახდა დღევანდელ რეალობაში.

პუბლიკის კლასიფიკაციიდან გამომდინარე ტრენინგების სერია ჩატარდება 3 ეტაპად:

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;
მას-მედიის წარმომადგენლებისთვის;
სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

სამივე ჯგუფის თემატიკა წარმოდგენილი იქნება მათი პროფესიული საქმიანობიდან და აქტუალური თემატიკიდან გამომდინარე.
5 და 6 მაისს „მულტიმედიის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება პროექტის პირველი ნაწილი. ტრენინგს გაუძღვებიან SECURE.ge-ის დამფუძვნებლები გიორგი გვასალია და გირშელ ჭოხონელიძე. ტრენინგის პირველი დღის განსახილველი თემებია:

1) ინტერნეტ უსაფრთხოება
2) ანონიმურობა
3) პერსონალური მონაცემები

ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა:
1) კონფიდენციალურობა
2) სოციალური ინჟინერია
3) ინფორმაციის შეგროვება და თვალთვალი

დამატებითი ინფორმციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართებზე:
[email protected], [email protected]

განხილვა