30
დეკ
2016

გაიგეთ როგორ შეიქმნა სერიალი „მსუნაგები“ ზაზუნების მონაწილეობით

30 დეკ 2016

„მსუნაგები“ ბრენდირებული სერიალია რეალური ზაზუნების მონაწილეობით და სატირულ-იუმორისტულად მოგვითხრობს მათი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. სერიალი შეიქმნა „სუპრემოსთვის“, რომელიც საკვები პროდუქტების მწარმოებელ-დისტრიბუტორი კომპანია „ფუდსერვისის“ ბრენდია. იდეა, კონცეპტი და შესრულება კი, LEAVINGSTONE-ს ეკუთვნის.

ბექა ადამაშვილი

ქოფირაითერი/სცენარისტი,  ბექა ადამაშვილი საუბრობს, თუ როგორ გაჩნდა ამგვარი სერიების გაკეთების იდეა: „ვინაიდან ბრენდს ჰქონდა კონცეპტი, – „მთელი ოჯახისათვის საყვარელი“, ვეცადეთ მოგვეძებნა ისეთი საყვარელი არსებები, რომლებიც იქნებოდნენ მსუნაგები და მოერგებოდნენ ოჯახურ სიტუაციას. მას შემდეგ, რაც ტაპირები, მაჩვები და ჭიანჭველაჭამიები გამოვრიცხეთ, მივედით ზაზუნებამდე, რომლებიც სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ და თან შესანიშნავი მსახიობები იყვნენ.

გადაღებები მიმდინარეობდა ზაზუნების გუნება-განწყობილების მიხედვით. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ჩვენი სცენარი არ მოსწონდათ და რაღაცეების შეცვლა გვიწევდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაღება მაინც სასურველი სცენარით განვითარდა.“

გიორგი ტოკლიკიშვილი

აღმასრულებელი პროდიუსერის, გიორგი ტოკლიკიშვილი თქმით, პროექტზე საკმაოდ ბევრი ადამიანი 60 დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობდა: „სერიალი შედგება 9 ეპიზოდისგან და მისი პირველი სეზონი საახალწლო სერიის ჩვენებით დასრულდა. სიტყვა „პირველი“ ამ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ „მეორეც“ აუცილებლად იქნება. თუმცა, არც გამორიცხავს ამას.

ჩვენი მიზანი იყო, ბრენდი არასტანდარტული გზით დაგვენახებია მომხმარებლისათვის და თუ რამდენად გამოგვივიდა, ამას ყველაზე უკეთ თვითონ მომხმარებელი შეაფასებს“.

 

კრედიტები:

Agency: LEAVINGSTONE

Creative Director: Levan Lepsveridze

Copywriter: Beka adamashvili

Director: Beka Adamashvili (Ep 3-9); Lasha Tskvitinidze (Ep 1-2)

Producer/Directors Assistant: Meli Baghdavadze

Executive Producer: Giorgi Toklikishvili

Art Director/Designer: Sophia Antidze

Creative Team: Beka Adamashvili, Giorgi Toklikishvili, Sophia Antidze, Meli Baghdavadze, Salome Zhvania.

Graphic Designers: Sophia Anatidze, Keta Zhorzholiani

 

Art Department: Fourk Group

Artists: Beka Sadaghashvili, Tamar Chavchanidze, Levan Kvaratskhelia, Nino Injia, Teimuraz Kartvelishvili,

Decorotors: Giorgi Mamisashvili, Levan Kikilashvili, Stanislav Pestov, Mariam Kakhiashvili

 

Direcotor of sound and music: Gvaji – Giorgi Gvarjaladze

Narrator: Joseph Khvedelidze

 

Visual Effects: Studio Qubitz

VFX: Irakli Gharibashvili, Irakli Omnadze

 

DOP: Tato Kotetishvili

Gaffer: Rati gomarteli

Lighting: Rati Gomarteli, Datuna Gomarteli

Cameraman Assistant: Sandro Potchkhua

Video Editing: Levan Butkhuzi (Bubu)

Color Grading: Niko Tarielashvili, Vigen Vartanov – Biba (Ep2)

Making of: Pitha – Irakli Solomonishvili, Toka Shengelia, Saba Shengelia

Casting: Eka Mjavanadze

Account Director: Natia Gogia

Social media managers: Nino Modebadze, Tamuna Budahgashvili

Illustrators: Sopho Kirtadze, Varlam Jmukhadze, Ekaterine Tabliashvili, Ruslan Beridze, Sophio Gogishvili, Irakli Toidze, Mari Kakhurishvili

Retouch: Abesalom Kavelashvili

Storyboard: Irakli Toidze

განხილვა