19
აპრ
2017

უტელევიზორობით შეწუხებული ბოროტი პერსონაჟები – Spectrum–ის სახალისო რგოლი

19 აპრ 2017

ისეთი დანაშაული, როგორიც უამინდობის დროს ტელემაუწყებლობის შეზღუდვაა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაზე ბოროტ პერსონაჟებსაც კი აკვირვებთ და აწუხებთ. Spectrum-მა გადაწყვიტა თავისი უმაღლესი ხარისხის კაბელების რეკლამირებისთვის, რაც შეიძლება სახალისო, ვიდეორგოლი შეექმნა, სადაც ყველასთვის კარგად ნაცნობი, არც თუ ისე სამაგალითო პერსონაჟები ყოველდღიური პრობლემებით არიან გაკვირვებულები. მუმია, თვით სიკვდილი, ადამიანი მგელი და ბოროტი გამომგონებელი მშვიდად მგზავრობენ მატარებლით, სხვა დანარჩენ ადამიანებთან ერთად, მიირთმევენ ყავას და ერთმანეთს საკუთარ პრობლემებს უზიარებენ, რომელთაგანაც ყველაზე აქტუალური წვიმიანი ამინდის დროს უტელევიზორობა აღმოჩნდა.

 

განხილვა