11
იან
2017

პრინტერების დახმარებით შესრულებული ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია

11 იან 2017

როგორი ძლიერიც უნდა იყოს ბრენდი, როდესაც საქმე ტექნიკას ეხება, მომხმარებელი ხშირად ეჭვის თვალით უყურებს მას და ბოლომდე არ არის დარწმუნებული მის გამართულ ფუნქციონირებაში. იმისთვის, რომ მსგავსი ეჭვები თავიდან აიცილოს Canon–მა თავისი პრინტერების ყველაზე რთული გზით გამოცდა და ამ ექსპერიმენტის მომხმარებლისთვის გაზიარება გადაწყვიტა. ასე დაიგეგმა უჩვეულო კონცერტი, პრინტერების “მონაწილეობით”. სიმფონიურ ორკესტრს, პრინტერების დახმარებით,  ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია უნდა შეესრულებინა.

 

სცენაზე, ორკესტრის ყველა წევრის წინ პრინტერი დადგეს, რომელსაც, უშუალოდ კომპოზიციის შესრულების დროს, აბსოლუტური სიზუსტით უნდა დაებეჭდა თითოეული გვერდი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პრინტერი, თუნდაც, ერთი წამით დააგვიანებდა შესაბამისი გვერდის დაბეჭდვას, ჰარმონია დაირღვეოდა და ექსპერიმენტიც ჩაიშლებოდა. Canon–ის პრინტერებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

განხილვა