30
დეკ
2016

“დაუპატიჟებელი სტუმარი”, რომელმაც ერთ ოჯახს სიხარული მოუტანა

30 დეკ 2016

დღე, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში სულმოუთქმელად ველით, კარს მოგვადგა და კომპანიები ისევ ცდილობენ, რაც შეიძლება დასამახსოვრებელი საახალწლო ვიდეორგოლები გვაჩუქონ. ამ ასპარეზობაში თავისი წვლილი სატელეფონო კომპანია Vodafone–მაც შეიტანა და მომხმარებელს არაჩვეულებრივი რგოლი შესთავაზა.

 

მაშინ, როდესაც ისეთ ძვირფას მომენტებს, როგორიც მოახლოებული ახალი წელია, სოციალურ ქსელებში ვატარებთ, შესაძლოა მოულოდნელი რამ მოხდეს. ბრენდის ვიდეორგოლში ეს საოცრება დაუპატიჟებელი პატარა საყვარელი ძაღლი აღმოჩნდა, რომელიც საჩუქრების საყიდლად გამოსულ მამას სახლის კარამდე მიყვა და ტელეფონით გართულ ოჯახში საახალწლო განწყობა შეიტანა.

განხილვა