4
მაი
2014

თბილისი საცობების გარეშე – CT Park!

4 მაი 2014

ct-park-logo

2014 წლის 2 მაისიდან „სი-ტი პარკი“ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც ავტომფლობელების პარკირების წესებზე სრული ინფორმირებაა.მარკეტერი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს – ლევან ტაბიძეს ესაუბრა:

მოწესრიგებული პარკირების სისტემა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თბილისში მოწესრიგებულ პარკირებას „სი-ტი პარკი“ უზრუნველყოფს. ჩვენი მთავარი მისია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება-რეგულირება.

რას შეეხება საინფორმაციო კამპანია?

ავტომობილის დგომის მეთოდები პარკირების ზონებში; ამკრძალავი ნიშნების განმარტება; ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გათვალისწინება პარკირების დროს; რა შეიძლება მოხდეს პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ.

როგორც ცნობილია აპირებთ კანონმორჩილი მძღოლების წახალისებასაც, უფრო კონკრეტულად?

კომპანიამ მძღოლების წახალისების მიზნით, საუკეთესო კლიენტები გამოავლინა – მძღოლები, რომლებსაც არც პარკირების საშვის შეძენა ავიწყდებათ და არც პარკირების წესებს არღვევენ. – მათ „სი-ტი პარკი“ პარკირების საშვებს გადასცემს საჩუქრად.
საამისოდ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: WWW.CT-PARK.GE, სპეციალურ ველში შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის სანომრე ნიშანი და შეამოწმოთ, ხართ თუ არა კანონმორჩილი კლიენტების ნუსხაში კომპანია „სი-ტი პარკი“ თვის ბოლომდე ორასამდე მძღოლს დაასაჩუქრებს.

დაიცავით პარკირების წესები, ნუ შექმნით საცობებს, ნუ დაარღვევთ ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს.

განხილვა