5
იან
2017

ახალი წელი ჯადოსნური ზღაპარის გაცოცხლების დროა!

5 იან 2017

თბილისი მოლში ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. 10 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით სტუმრებს ყოველდღიური შოუ პროგრამა ელოდებათ.

თუ წარმოსახვითი რეალობის სამყაროში გსურთ მოგზაურობა, გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია Overly [Google Play, Apple Store] , მოძებნეთ სტიკერი და  მაკნატუნას გმირები რეალურ სივრცეში დაგხვდებიან.

მათ, ვისაც წარმოსახვით რეალობას ნამდვილი ცოცხალი შოუ ურჩევნია, თბილისი მოლი 6 იანვარს, საღამოს 20 საათზე იწვევს ყველას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დასის მიერ შესრულებულ ნამდვილ მაკნატუნაზე.

დასწრება თავისუფალია.

ეწვიეთ თბილის მოლს მთელი ოჯახით და აიხდინეთ ყველა საახალწლო ოცნება!

[R]

განხილვა