19
აპრ
2017

თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს დღეს დილას ვაგონებში საჩუქრები დახვდათ!

19 აპრ 2017

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 23 აპრილს აღინიშნება, დღეს დილით, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის პირველ მგზავრებს სავარძლებზე საჩუქრად წიგნები დახვდათ. აქტივობა გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“, თბილისის მერიისა და ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” მხარდაჭერით განხორციელდა. აქციის ფარგლებში, მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი, სადაც ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, აქტივობა მხოლოდ მეტროპოლიტენით არ შემოიფარგლება და სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.

განხილვა