4
Oct
2016

Tesla Toys – ახალი მოთამაშე საქართველოს ციფრულ ბაზარზე

4 Oct 2016

Startauperi
Startauperi


კომპანია Tesla Toys მობილური აპლიკაციებისა და IT პროექტების ბაზრის ახალი მოთამაშეა. კომპანია რამდენიმე მეგობარმა 2016 წლის გაზაფხულზე დააარსა. რა მიზანს ისახავს სტარტაპი, რა პროექტები აქვთ განხორციელებული და რას გეგმავენ სამომავლოდ, Tesla Toys-ის დირექტორმა ჯაბა ბოკუჩავამ გვიამბო.

mBank QR
mBank QR
ჯაბა ბოკუჩავა 1

ჯაბა ბოკუჩავა

M: რას წარმოადგენს Tesla Toys და რა მიზანს ისახავს თქვენი სტარტაპი?

ჩვენი მიზანი, მობილური აპლიკაციებისა და IT პროექტების ბაზრის კონკრეტული ნიშის დაკავება იყო. ჩვენი ამოცანა მაქსიმალურად პრაქტიკული, მარტივი და ფუნქციონალური პროდუქტის შექმნაა, რამაც უნდა გაამარტივოს და გაცილებით სასიამოვნო გახადოს მუშაობის პროცესი.

M: რა მიმართულებით მუშაობს კომპანია?

კომპანია მუშაობს, როგორც ინდივიდუალურ სტარტაპებზე, ასევე ბიზნეს პროექტებზე და მზად არის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუქმნას ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა Android-სა და iOS-ზე, დაამზადოს მობილური აპლიკაციები და შეასრულოს სხვადასხვა ამოცანები ვებ პროექტების მიმართულებით.

unnamed (1)

M: რა პროექტებზე გიმუშავიათ?

დაარსებიდან დღემდე, კომპანიას მოუწია ორ ძალიან შრომატევად პროექტზე მუშაობა:

დამზადდა მობილური (iOS და Android) აპლიკაცია Radiola Tuner, რაც ქართული რადიოების ფლეერს წარმოადგენს. აპლიკაციამ რადიოებს, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა მომხმარებლის სმარტფონებთან, შეუქმენა ეს შესაძლებლობა. Radiola Tuner-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც iPhone-ის, ასევე Android-ისთვის.

შემდეგი გამოწვევა, წყნეთში არსებული ძალიან პოპულარული, საერთაშორისო სკოლის – Buckswood School-ის სამართავი სისტემა და მობილური აპლიკაცია იყო. პროექტის მთავარ ამოცანას ამ სისტემით მშობლების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მუდმივი საინფრომაციო სინქრონიზაციის შექმნა წარმოადგენდა. ასევე, ძალიან გამარტივდა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სასკოლო ოპერაციების შესრულება, მშობლებისთვის კი ხელმისაწვდომი გახდა მათი შვილების სასწავლო პროცესის თვალყურის დევნება, ყოველდღიურად აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრების, საშინაო დავალებებისა თუ სხვა ინფორმაციის მიღება (Buckswood School on Google Play).unnamed

M: როგორ შეარჩიეთ სახელი?

სახელი შეირჩა კომპანიის კონცეფციიდან გამომდინარე, შექმნას პრაქტიკული გამოგონება, როგორსაც ცნობილი გამომგონებელი ნიკოლა ტესლა ქმნიდა და ეს გამოგონება იყოს სათამაშოსავით მარტივი გამოსაყენებელი. შესაბამისად, შევარჩიეთ სახელი – Tesla Toys.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

Tesla Toys-ის გუნდს სამომავლოდ შიდა საინტერესო სტარტაპ პროექტები აქვს დაგეგმილი, ასევე მუშაობს სხვადასხვა პროექტებზეც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მოკრძალებულ სიტყვას ვიტყვით ამ სფეროში და ხელს შევუწყობთ დარგის განვითარებას.

unnamed

 

განხილვა