20
აპრ
2017

უძილობით გამოწვეული უხერხული, მაგრამ სახალისო სიტუაციები Auping-ის რეკლამაში

20 აპრ 2017

არაკომფორტულმა საწოლმა და გამოუძინებლობამ შესაძლოა ისეთ უხერხულ სიტუაციებში ჩაგვაგდოს, საიდანაც გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია. ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Auping-მა, თავისი არაჩვეულებრივი, რბილი, კომფორტული საწოლების რეკლამირებისთვის ძალიან სახალისო ვიდეორგოლი შექმნა. რა მიზეზით შეიძლება ახალგაზრდა ქალბატონს, თათბირის დროს, ზოგი კოლეგა უხერხულად, ზოგიც კი საკმაოდ კმაყოფილი სახით უყურებდეს? ყველაფერი უხარისხო საწოლისა და არაკომფორტული ძილის ბრალია. თუმცა, ამის ახსნა სხვებისთვის, მითუმეტეს ასეთ შემთხვევებში, ცოტა რთულია, სწორედ ამიტომ, წინასწარ დიდი ყურადღებით უნდა იზრუნოთ საკუთარ საწოლზე.

განხილვა