თბილისში ახალი ავეჯის სახლი „ვერონა“ გაიხსნა

5601_169759349865363_1596649727_nავეჯის სახლი „ვერონა“  ბაზარზე  დაახლოებით,  ერთი თვის წინ  გამოჩნდა. მათი პროდუქცია საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი. ავეჯის გარდა,  სახლის აქსესუარებისა და განათების სისტემების შეძენაც არის შესაძლებელი.

„ვერონას“ პროდუქცია იტალიურია და  როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სტილის ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს.

„ვერონას“ დირექტორი ლევან სანიკიძე ამბობს: რომ  ბაზარზე  არსებობის მცირე ხნის მიუხედავად, მოახერხეს საკუთარი ადგილის დაკავება. კონკრეტულად  რა ფასიდან იწყება, ან  მაქსიმუმ  რა ღირს მათი პროდუქცია  ამაზე არ საუბრობს, თუმცა  ამბობს, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია და ფასიც როგორც მაღალ, ისე საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებზეა მორგებული.

„გვაქვს, როგორც მისაღები ოთახის გარნიტურები  აგრეთვე საძინებლები, რბილი ავეჯი და სხვა ნივთები. ასე რომ სკამს საწოლისგან მკვეთრად განსხვავებული ფასი რომ ექნება, ლოგიკურია“.

ამ ბაზარზე თავის დამკვიდრებაზე ბევრი მსგავსი მაღაზია  (მაღაზიათა ქსელი ) ზრუნავს. კონკურენცია  არსებობს   ფასისა და ხარისხის მიხედვით.  ლევან სანიკიძის თქმით, კონკურენტები ჰყავთ, თუმცა  კონკრეტულად რომელიმეს არ გამოყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროებითია. ამბობს , რომ  მათი დიზაინერები ზრუნავენ მაღაზიის საკმაოდ დიდი სივრცე არა უბრალოდ, მექანიკურად შეავსონ ხარისხიანი ავეჯით, არამედ შექმნან კომპოზიციები და ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინონ. სწორედ ამას მიიჩნევენ წარმატების ერთ-ერთ გარანტად.

კიდევ ერთი, რაც  კონკურენტებთან  შედარებით  უპირატესობად მიაჩნიათ, ეს ავეჯის გარდა კიდევ სხვა პროდუქცია – აქსესუარები და განათების სისტემებია.

„ვერონა“ სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს. ეს ეხება , როგორც მაღაზიის ფართობის, ასევე პროდქციის ზრდას.  ლევან სანიკიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ახალი ქარხნების მოძიება, თუმცა  არ აკონკრეტებს, რომელი  ბრენდები დაემატება.

„ძალიან მალე კიდევ რამდენიმე სერიოზული ქარხნის პროდუქციას შემოვიტანთ და ამ ეტაპზე თუ მაღაზია პირველი სართულის ათას ორას კვადრატულ მეტრს იკავებს, უკვე აგვისტოდან მეორე სართულსაც ავითვისებთ და ჩვენი პროდუქცია ორიათას ხუთასი კვადრატული მეტრის არეალზე გაიშლება. გარდა ამისა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქარხნებთან მოლაპარაკებები და ახალი ქარხნების მოძიება. იტალიური ხაზი შენარჩუნდება და გაფართოვდება“ – ამბობს „ვერონას“ დირექტორი.

477783_163282443846387_2022185102_o

976184_163277130513585_711538913_o