9
იან
2017

Xerox–ის ტექნოლოგია, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს

9 იან 2017

მართალია ხელით, თანაც ლამაზი კალიგრაფიით, ნაწერი სახარების ნაწყვეტი უნიკალურია, თუმცა, ისეთ შემთხვევაში, როდესაც 5000–მდე ეგზემპლარია გასაკეთებელი და მისი შვიდ კონტინენტზე, თითქმის ყველა ქვეყანაში გაგზავნაა საჭირო, მხოლოდ ადამიანური რესურსებით ამის მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელია. 

Xerox-მა თანამედროვე და მაღალი ხარისხის პროდუქციის რეკლამირებისთვის, ორიგინალური რეკლამა შექმნა, რომლის მთავარი გმირიც მორჩილი დომენიკია. მას ტაძრის წინამძღვრისგან საკმაოდ რთული და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი დავალების შესრულება დაეკისრება, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ასეთი სირთულის წინაშე დგება, Xerox–ის დახმარებით ამოცანას არაჩვეულებრივად ართმევს თავს.

 

განხილვა