21
Apr
2016

Young Marketer-ის ნამუშევრები და პირველი ეტაპის შედეგები

21 Apr 2016

Young Lions Competitions Georgia

10 აპრილს, კანის ახალგაზრდული ფესტივალისთვის შესარჩევი ლოკალური კონკურსი გაიმართა. კატეგორია – Young Marketer [ახალგაზრდა მარკეტერი].

კონკურსში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მარკეტერები იღებდნენ. საერთო ჯამში 41 გუნდი დარეგისტრირდა. დამკვეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია Happy Life იყო, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. [ბრიფის სრულად სანახავად].

ყველა გუნდს სარეკლამო სააგენტოსთვის უნდა მოემზადებინა საკომუნიკაციო კამპანიის:

● ბრიფი (მაქსიმუმ 2 გვერდი), რომელიც ნათლად პასუხობს ორგანიზაციის საქველმოქმედო მიზნებს
(ბრიფის რეკომენდებული ჩაშლა: ინფორმაცია თქვენს კომპანიაზე, პროექტის სახელწოდება, პროექტის ბიზნეს შედეგი, სამიზნე აუდიტორია, კამპანიის მიზანი, მთავარი მესიჯი, დავალება, ბიუჯეტი, განრიგი)
● პროდუქტი/სერვისი იმ ბრენდის კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ (არ უნდა იყოს უკვე არსებული პროდუქტი)
● 10 გვერდიანი პრეზენტაცია.

პირველ ეტაპზე მონაწილეები 7 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდნენ და თითოეულში მაქსიმალური ქულა იყო ხუთი:

1. Strength of product concept 2. Clarity of written brief 3. Clarity of deliverables 4. Specificity of aims or outcomes 5. Strength of potential for Charity (How much potential the product/service has for “Healthy Life”) 6. Strength of benefits to corporate brand & reputation 7. Budget realism

საერთო ჯამში თითოეულ გუნდს 7 ჟიურის შეფასების შედეგად მაქსიმუმ 245 ქულა შეეძლო მიეღო. პირველ ეტაპზე გამოვლინდა კონკურსის TOP 10 გუნდი, რომელსაც მარკეტერი უცვლელად გთავაზობთ. საუკეთესო 10 გუნდს მოუწია ჟიურის პირისპირ პრეზენტაციის გაკეთება, სადაც დამატებითი ქულები მიიღეს [არაა მოცემული ცხრილში] საუკეთესო 3 გუნდი 22 აპრილს გამოვლინდება, პირველი ადგილი კი ივნისში კანში საქართველოს სახელით გაემგზავრება.

კომპანია ჟიური N1 ჟიური N2 ჟიური N3 ჟიური N4 ჟიური N5 ჟიური N6 ჟიური N7 ჯამი გუნდის წევრები
საქართველოს ბანკი 22 26 26 17 26 24 23 164 ანა მარკოზაშვილი, ნინო უნგიაძე
იკანო 22 27 24 16 27 22 22 160 ნუკა შევარდნაძე, მარიამ კანდელაკი
IDS Borjomi Georgia [ბაკურიანი] 19 27 26 17 26 21 15 151 ნონა სონღულაშვილი, ნინო ჩიქოვანი
John Wrap 20 14 18 19 26 24 21 142 თაკო სულაქველიძე, მარიკა კვირკველიძე
ITDC 19 16 23 17 26 15 18 134 სოფიო ელიზბარაშვილი, მარიამ გენებაშვილი
ჯეოსელი 20 17 15 18 28 17 19 134 ნინი გოგიჩაიშვილი, ქეთი ჭითანავა
თიბისი ბანკი 19 24 15 17 17 22 20 134 თამარ ჯაფარიძე; თამარ კარიაული
Axis 20 15 9 16 28 24 21 133 გვანცა ფანჩულიძე, მარიკა ომანიძე
SPAR Georgia 21 18 14 17 21 22 20 133 სალომე კორსანტია, ლუკა ივანიძე
Online Credit 20 25 20 16 12 19 20 132 გიორგი კობიაშვილი, Alua Imangaziyeva
IDS Borjomi Georgia [ბორჯომი] 19 21 11 13 26 21 18 129 გვამცა ჩლაიძე, ტატა ქათამაძე
Cavea Cinemas 22 13 14 17 18 25 20 129 ბასა მეტრეველი; ცოტნე მაზმანიშვილი
ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია 18 24 15 16 9 23 18 123 ანი ზურაბაშვილი, სოლომონ წიწუაშვილი
Black Sea Arena 20 13 19 15 18 19 19 123 გიორგი ჩიხრაძე, დავით ხარიტონაშვილი
Bank Republic 19 18 15 17 18 18 17 122 დიმიტრი დეკანოზიშვილი, ზაზა წულაია
ნატახტარი 15 21 17 15 17 23 14 122 ნინო სურმავა, ანა ქარჩავა
კაპაროლ ჯორჯია 17 15 16 15 26 17 16 122 ნატალია ფირცხალავა; სალომე ბეჟიტაშვილი
ბიბლუსი 18 12 9 12 28 24 18 121 მარიამ წამალაშვილი ; ზურა კვირიკაშვილი
თეგეტა მოტორსი 21 15 11 17 13 23 21 121 მარიამ კარკალაია; სალომე კუპრაშვილი
Europe-bet 17 18 17 18 12 15 22 119 დიმიტრი ვაჩნაძე, თამთა კობიაშვილი
Nova Technology 20 14 16 17 19 15 17 118 დემეტრე შანშიაშვილი, მიშკა სეხნიაშვილი
adjarabet.com 18 19 15 14 9 21 20 116 ირაკლი დავარაშვილი, იმედა იმედაშვილი
გლდანი მოლი 18 15 16 16 11 22 17 115 თეიმურაზ ბაბუციძე, ანანო გელაშვილი
CC Loan 19 15 16 15 9 22 18 114 ლევან ლაბარტყავა, გიორგი მიქაია
შპს დიპლომატ ჯორჯია 16 24 11 14 18 16 14 113 ქეთი თევდორაძე, ირაკლი დოლიძე
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა 18 17 13 16 8 23 18 113 ნატალი საგინაშვილი, თეონა სიხარულიძე
თავისუფალი უნივერსიტეტი 19 21 16 14 8 17 17 112 ნინო ჩხიკვაძე, მარიამ კიკალეიშვილი
შპს ველინგტონი 15 18 16 15 14 16 13 107 მარიამ გაბათაშვილი, მარიამ ნანობაშვილი
კამარა 18 9 15 13 17 15 19 106 გიორგი ჭკუასელი , ლევან მუსხელიშვილი
Iberia Business Group 13 18 16 11 18 11 15 102 ანუკა დავდგირიძე, ია მოდებაძე
MoneyMan 18 17 16 16 8 10 15 100 ანი ზაქარეიშვილი, თინათინ კიკალიშვილი
თბილისი 360 17 14 14 14 8 17 15 99 ილია ჩიგოგიძე, თეიმურაზ თეთრაშვილი
ნოვა ტექნოლოჯი 16 17 11 14 10 14 16 98 მარიამ სილაგაძე, პავლე ბერიძე
მედია ჰოლდინგი ”პალიტრა” 18 15 9 14 7 17 17 97 დავით გაბაძე, ეკა პეტრიაშვილი
ფრანს ავტო 13 17 16 15 9 13 12 95 ანა რამიშვილი, შოთა ჭოლაძე
Random Word 19 9 14 13 12 12 16 95 ნიკა ჟღერია; ალექსანდრე ჩარკვიანი
საქართველოს უნივერსიტეტი 20 6 10 15 9 14 18 92 ნინო შაქარიშვილი, მარიამ ლაბუჩიძე
“ბრავო ჯგუფი” 11 17 12 13 9 16 12 90 დავით გოგიბერიძე, მიხეილ ზაქარეიშვილი
Shangrila 15 13 16 12 11 8 15 90 სოფია კარაპეტიან, ეკატერინე მიულერი
vector.ge 14 10 14 12 9 9 12 80 მარიამ ხვედელიძე, მარიამ მამულია
ახალგაზრდული ასოციაცია დრონი 14 12 9 10 11 7 11 74 ზურაბი გურგენიშვილი, ალექსანდრე ივანაშვილი

ყველა ნამუშევრის გადმოსატვირთად:

კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები 22 აპრილს გახდა ცნობილი, 1 ადგილზე გასული გუნდი ივნისში კანში გაემგზავრება და გლობალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

Young Lions Marketer Results - Georgia 2016

Young Marketer Georgia 2016-ის ჟიური

ჟიური

 

შეგახსენებთ, საქართველოში  წელს კანის ახალგაზრდული ფესტივალი ოთხ კატეგორიაში ჩატარდა. 9 აპრილი – ბეჭდური რეკლამა, 10 აპრილი – ახალგაზრდა მარკეტერები, 16 აპრილი – დიზაინი, 17 აპრილი – ციფრული კამპანიის დაგეგმვა. ღონისძიების ორგანიზატორია კანის ლომების ქართული წარმომადგენლობა, ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.

განხილვა