17
მარ
2017

ზაფხულის მიმზიდველი თამაშები დაიწყო – Magnum–ის მოდური რეკლამა

17 მარ 2017

Magnum, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა და ჩვეულებისამებრ, მაცდურად ემზადება ზაფხულისთვის და მომხმარებელსაც ასეთივე შემართებით უქმნის განწყობას. ბრენდი, რომლის სარეკლამო ვიდეორგოლებზეც არაერთ ცნობილ დიზაინერს (მაგალითად, კარლ ლაგერფილდს) აქვს ნამუშევარი, თავის ჩვეულებას არც ამჯერად ღალატობს და საოცრად დახვეწილ, მიმზიდველ, მოდურ რგოლს გვთავაზობს. ულამაზესი ქალბატონები, მათი “კეკლუცობა”, Magnum–ის ახალი უგემრიელესი თეთრი შოკოლადის ნაყინი და მოხიბლული მამაკაცები… ბრენდი მზადაა საზაფხულო თამაშებისთვის, თქვენ?!

განხილვა