in

შვეიცარიელმა მკვლევრებმა π რიცხვის ახალი სიზუსტის რეკორდი დაამყარეს

π= …7817924264

შვეიცარიელმა მკვლევრებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათ მათემატიკური მუდმივა π ახალი სიზუსტით გამოთვალეს და სუპერკომპიუტერის გამოყენებით, 62.8 ტრილიონ ციფრს მიაღწიეს.

როგორც Graubuenden University of Applied Sciences-ის მეცნიერები იუწყებიან, გამოთვლას 108 დღე და ცხრა საათი დასჭირდა. უნივერსიტეტის მონაცემთა ანალიზის, ვიზუალიზაციისა და მოდელირების ცენტრის თანახმად, ახალი ძალისხმევა თითქმის ორჯერ სწრაფი იყო, ვიდრე Google-ის ღრუბლოვანი სისტემის მიერ 2019 წელს დამყარებული რეკორდი. და კიდევ უფრო მეტად, 3.5-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე 2020 წლის რეკორდი.

მკვლევრები ჯერჯერობით გინესის რეკორდების წიგნს ელოდებიან, მანამდე კი მხოლოდ ბოლო ათ ციფრს აქვეყნებენ – pi= …7817924264

შეგახსენებთ, რომ პის მსოფლიოს რეკორდი 50 ტრილიონ ციფრს მოიცავდა. თუმცა მკვლევრები, ძლიერი კომპიუტერების გამოყენებით, ჯერ კიდევ განაგრძობენ მუდმივის გამოთვლას (რომლის პირველი 10 ციფრია 3.141592653).

შვეიცარიელ მკვლევართა გუნდმა აღნიშნა, რომ pi-ს გამოთვლის გამოცდილება შეიძლება, გამოყენებულ იქნას სხვა სფეროებში, როგორიცაა რნმ -ის ანალიზი, სითხის დინამიკის სიმულაციები და ტექსტური ანალიზი.

ტრადიციული “9-დან 5 საათამდე” რეჟიმის ასინქრონულით ჩანაცვლების პროცესი

ნახეთ: გამოუსადეგარი ნივთებისგან დამზადებული “ჰოულის მოსიარულე კოშკი”